ჟერემი მატიე: თუ "ბარსელონას" გავუტან, ბართომეუსა და ფერნანდესის გამო აღვნიშნავ

ჟერემი მატიე: თუ "ბარსელონას" გავუტან, ბართომეუსა და ფერნანდესის გამო აღვნიშნავ

ზეგ, 27 სექტემბერს, "ბარსელონა", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ჟერემი მატიეს "სპორტინგს" დაუპირისპირდება.

33 წლის ფრანგი მცველი "ბარსელონაში" 3 წლის განმავლობაში თამაშობდა და ის ლისაბონში გასულ ზაფხულში გადავიდა. ცოტა ხნის წინ, Marca-მ მატიესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლიდანაც იმ მონაკვეთებს შემოგთავაზებთ, რომლებიც "ბარსელონას" ეხება.

- "სპორტინგში" ოფიციალურად გადასვლამდე ამ გუნდში ვარჯიშობდი. ეს გამოსაცდელი პერიოდი იყო?

- არა, ეს "ბარსელონას" პრობლემას უაკვშირდებოდა, რომელმაც საბუთების წესრიგში მოყვანა დააგვიანა. ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "სპორტინგში" გამოსაცდელი პერიოდი მქონდა.

- იგრძნობა, რომ ახალ კლუბში უფრო მნიშვნელოვანი როლი გაკისრია. ჯარიმებსაც კი ურტყამ...

- კი, ასეა. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, რადგან "ბარსელონაში" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ. როდესაც ამ გუნდში ვიყავი, ვცდილობდი, თავი საუკეთესოდ წარმომეჩინა. ბევრი შეხვედრა ჩავატარე და ვეცადე კარგად მეთამაშა.

პირველი 2 სეზონი ფანტასტიკური იყო, მესამე კი ნაკლებად, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.

- "ბარსელონა" ცუდად ხომ არ გაგონდება?

- არა. ბევრი ვითამაშე, მოვიგე ტიტულები... ერთადერთი გულდასაწყვეტი ისაა, რომ ხალხი ამბობდა, თითქოს ბევრს არ ვთამაშობდი. არადა, პირველ სეზონში მონაწილეობა მატჩების 58%-ში მივიღე და მნიშვნელოვანი გოლებიც გავიტანე. მეორე სეზონში ნაკლები ვითამაშე: 53-54%, რაც ასევე არაა ცუდი შედეგი. ბოლო სეზონი კი, ტრავმებისა და მწვრთნელისგან ნდობის ნაკლებობის გამო, წარუმატებელი გამოდგა.

- "ბარსელონაში" მეგობრები გყავს?

- მათ მეგობრებს ვერ ვუწოდებ. უფრო კოლეგებს. ჩემთვის ფანტასტიკური იყო გასახდელში ასეთ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა. მირჩევნია, კლუბში კოლეგები მყავდეს, ვიდრე მეგობრები. მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანი რამაა.

- ანუ, თამაშის წინ, "ბარსელონას" ფეხბურთელების მხრიდან ზარს არ ელი. ვისთან ატარებდი ყველაზე მეტ დროს "ბარსას" მოთამაშეებიდან?

- განსაკუთრებით ბევრს არავისთან. ურთიერთბა ყველასთან მქონდა, მაგრამ მოედანს მიღმა მეოჯახე ადამიანი ვარ და მირჩევნია დრო შვილებთან და მეუღლესთან გავატარო.

- როგორია "ბარსელონა" ნეიმარის გარეშე?

- ამ გუნდმა კარგი შედეგები აჩვენა და მას ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე სხვაობას ქმნის: მესი.

- თუ "ბარსელონას" გაუტან, აღნიშნავ გოლს?

- არ ვიცი. ყოფილ თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს დიდ პატივს ვცემ. თუ აღვნიშნავ, ამას ბართომეუსა და ფერნანდესის გამო გავაკეთებ. ვფიქრობ, ისინი ძალიან ცუდად მექცეოდნენ.

- ფიქრობ, რომ მათ გარდა, შენ მიმართ პრესაც უსამართლო იყო?

- მთელი პრესა, არა მხოლოდ Sport. ყოველთვის, როცა ვთამაშობდი, ჟურნალისტები ჩემზე ცუდს წერდნენ. ფეხბურთი გუნდური თამაშია და როდესაც გუნდი აგებს, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალი არასდროსაა. ეს ჩემი აზრია.

"იუვენტუსთან" თამაშის გამეორებას ვუყურე. მართალია, რომ გოლების დროს, მეტოქისთვის ბურთის ართმევას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ამის შემდეგ კეთდებოდა პასი და არავინ კითხულობდა, რას აკეთებდნენ ამ დროს პიკე ან მასკერანო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 25 სექტემბერი 2017 21:34
    0
    იმედია ვერ გაიტან D უფრო სწორედ ამის შანსი ნულის ტოლია მატიე
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #8 25 სექტემბერი 2017 21:17
    0
    ნელა ზვიადი
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #7 25 სექტემბერი 2017 19:49
    1
    თქვა რამე ტყუილი?! კი იყო კუნძივით ,მაგრამ იუვენტუსთან თამაში მარტო ამან ჩააგდო?! ვეთანხმები იმაში რომ გუნდი როცა აგებს იქ ყველას თითქმის თანაბრად მოუძღვის ბრალი , ასერომ მარტო ეს მოხუცი ბიჩოკა არაა დამნაშავე:) ისე მანამდე არაფერი გვეტკინოს ეს რო ბარსას გაუტანს:დდ
    Culé [?]
    #6 25 სექტემბერი 2017 19:37
    0
    თამაში თუ შეგეძლო აქგეთამაშ სირო გოლის გატანა მოუნდა სირს
    BARCELONA(iniesta)
    სტუმარი [?]
    #5 25 სექტემბერი 2017 17:14
    0
    ციტატა: nika 54
    კაი ტიპია, სიგარეტსაც ეწევა და მაინც გუნდში სპრინტში საუკეტესო იყო ანუ 100 მეტრს ყველაზე სწრაფად დარბოდა, და საერთოდ რას ვერჩით მთელი სულით და გულით თამაშობდა, ის რამდენიმე გოლიც გადამწყვეტი აღმოჩნდა როგორც მახსოვს.
    მოკლედ ფაქტია ამას ჩვენსავით არ მოსწონს ბართომეუც და ფერნანდესიც ეს ორი უსაქმური, რომლებიც დასდევდნენ კოუტინიოს და ერთი ოდნავ მიახლოებული ფეხბურთელიც კი ვერ ნახე და ეს შეიძლება ლიგის დაკარგვად დაგვიჯდეს.

    არ მევასება ამ ტიპის ფეხბურთელები.ანუ რას ვგულისხმობ,ამისთვის ფეხბურთი სამსახურია და არ აქვს მნიშვნელობა სიტყვაზე ბარსაში ითამაშებს თუ რეალში.ისეთი განცდა მრჩება ამ გუნდში არაფერი არ დარჩა არც სიყვარული არც მოგონებები და ა.შ
    Culé [?]
    #4 25 სექტემბერი 2017 16:58
    1
    მართალია, რომ გოლების დროს, მეტოქისთვის ბურთის ართმევას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ამის შემდეგ კეთდებოდა პასი და არავინ კითხულობდა, რას აკეთებდნენ ამ დროს პიკე ან მასკერანო.

    პიკე რო ქინძია ეგ ხო ფაქტია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 სექტემბერი 2017 16:15
    1
    კაი ტიპია, სიგარეტსაც ეწევა და მაინც გუნდში სპრინტში საუკეტესო იყო ანუ 100 მეტრს ყველაზე სწრაფად დარბოდა, და საერთოდ რას ვერჩით მთელი სულით და გულით თამაშობდა, ის რამდენიმე გოლიც გადამწყვეტი აღმოჩნდა როგორც მახსოვს.
    მოკლედ ფაქტია ამას ჩვენსავით არ მოსწონს ბართომეუც და ფერნანდესიც ეს ორი უსაქმური, რომლებიც დასდევდნენ კოუტინიოს და ერთი ოდნავ მიახლოებული ფეხბურთელიც კი ვერ ნახე და ეს შეიძლება ლიგის დაკარგვად დაგვიჯდეს.
    ღამურა
    სტუმარი [?]
    #2 25 სექტემბერი 2017 14:35
    1
    cxivreba cidnia maties ar chachrila
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 სექტემბერი 2017 14:26
    1
    მშვენივრად ილაპარაკა.