მესი მეტოქეს გაკვეთილს უტარებს, ბარსა კი წარმატებულ სვლას განაგრძობს

მესი მეტოქეს გაკვეთილს უტარებს, ბარსა კი წარმატებულ სვლას განაგრძობს

ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში, "ბარსელონამ" "ეიბარი" ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, დიდი ანგარიშით დაამარცხა. ერნესტო ვალვერდემ ბასკურ კოლექტივს გადახალისებული შემადგენლობით უმასპინძლა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, მასკერანო, დინი, ბუსკეტსი, პაულინიო, ინიესტა, დეულოფეუ, მესი და დენისი.

სტუმრებმა მატჩის დასაწყისში სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიში ვერ გახსნეს. პირველ ტაიმში "ეიბარი" უშედეგოდ ცდილობდა დაწინაურებას. სამაგიეროდ, პირველ ნახევარში მენდილიბარის შეგირდების კარი ლიონელ მესიმ და პაულინიომ აიღეს. ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლით კატალონიელებმა სტუმრებს აჯობეს (58-42), დარტყმები კი თანაბრად გადანაწილდა (4-4).

პირველი ტაიმის სტატისტიკა

კატალონიელთა დომინაცია გაგრძელდა. ზედიზედ მეორე მატჩში თავი დენის სუარესმა გამოიჩინა, 57-ე წუთზე კი მას ენრიხმა უპასუხა, რომელიც "ეიბარის" მიერ გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი გახდა - 3:1. ამ ყველაფერს ლიონელ მესის მორიგი მასტერკლასი მოჰყვა. არგენტინელმა მეტოქის კარში პოკერი გაიფორმა და შეხვედრას წერტილი დაუსვა - 6:1.

საბოლოო სტატისტიკა

"ბლაუგრანა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერია (15ქ.) და მადრიდულ გრანდებს 7 ქულით უსწრებს. ხვალ "რეალი" "ბეტისს" უმასპინძლებს, "ატლეტიკო" კი ბილბაოს "ატლეტიკს" ეწვევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #6 20 სექტემბერი 2017 18:14
    0
    დეულოფეუს გარდა ყველამ მაგრად ითამაშა.ბარსა კარგად უტევდა მთელი მატჩი ბურთს არ აჩერებდნენ უაზროდ და მალე აჰქონდათ მეტოქის საჯარიმოში კარგი მატჩი გამოვიდა
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #5 20 სექტემბერი 2017 02:31
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Gerip3
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Gerip3
    რეალი ბეტისს მოუგებს და რონი ალბათ თავს გაიგიჟებს

    გაიგიჟებს თორე მაგანაც 9 ბურთი არ გაიტანოს მაგ თამაშში მაგ ქეთინომ

    :დდ ცხრა არა მაგრამ დუბლი რო უეჭველი იქნება გული მიგრძნიბს. თან წარმოდიგინე მესის პოკერის მერე რამოასვენებს

    დარწმუნებული ვარ ბოღმა ახრჩობს და ვერ იძინებს smiley smiley

    :დდ ღამის კოშმარი აქ
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #4 20 სექტემბერი 2017 02:28
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Gerip3
    რეალი ბეტისს მოუგებს და რონი ალბათ თავს გაიგიჟებს

    გაიგიჟებს თორე მაგანაც 9 ბურთი არ გაიტანოს მაგ თამაშში მაგ ქეთინომ

    :დდ ცხრა არა მაგრამ დუბლი რო უეჭველი იქნება გული მიგრძნიბს. თან წარმოდიგინე მესის პოკერის მერე რამოასვენებს
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #3 20 სექტემბერი 2017 02:24
    0
    რეალი ბეტისს მოუგებს და რონი ალბათ თავს გაიგიჟებს
    《DiNiTo CuLe 》... ...
    სტუმარი [?]
    #2 20 სექტემბერი 2017 02:16
    0
    ციტატა: maclai
    ციტატა: 《DiNiTo CuLe 》... ...
    მესი რო წავა მერე რა გვეშველება იმას ვფიქრობ smile

    გუგავა მოვა smile

    გუგავა კი მოვა მარა მესი სხვა ძმაო რა :D რეალის ფანი რო ვიყო მაინც მაგრად გამიტყდებოდა მესის კარიერის დასრულება smile
    《DiNiTo CuLe 》... ...
    სტუმარი [?]
    #1 20 სექტემბერი 2017 02:08
    0
    მესი რო წავა მერე რა გვეშველება იმას ვფიქრობ smile