სერხიო გარსია: რაც მეტ ხმაურს გავიგონებ კამპ ნოუზე, მით უკეთესად ვითამაშებ

სერხიო გარსია: რაც მეტ ხმაურს გავიგონებ კამპ ნოუზე, მით უკეთესად ვითამაშებ

როგორც იცით, ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე ლა ლიგის მე-3 ტურში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "ესპანიოლს" დაუპირისპირდება.

"ესპანიოლს" დაუბრუნდა სერხიო გარსია, რომელიც ლა მასიას აღზრდილია და თავის დროზე "ბარსელონას" C (2001-02), B (2002-04) და ძირითად (2003-05) გუნდებში გამოდიოდა, შემდეგ კი, 2010-15 წლებში, ის "ესპანიოლში" თამაშობდა, სადაც მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა.

გარსიას თქმით, კამპ ნოუზე დაბრუნება მისთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება და "ბარსას" გულშემატკივრებისგან მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მას მხოლოდ საბრძოლველად განაწყობს.

"როცა ფანები ცდილობენ, რომ მიყვირონ და ტკივილი მომაყენონ, მე მოტივაცია მეზრდება. რაც მეტ ხმაურს გავიგონებ, მით უკეთესად ვითამაშებ".

მთავარი კითხვა, რომელიც "ბარსელონას" მეტოქეებს აქვთ, არის ის, თუ როგორ ითამაშებენ კატალონიელები ნეიმარის გარეშე.

"ჩემი აზრით, ისინი ისეთივე ძლიერები არიან, როგორც ნეიმარის გუნდში ყოფნისას. ერთი ფეხბურთელის წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ "ბარსელონა" განსხვავებულად ითამაშებს." - განაცხადა სერხიო გარსიამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 8 სექტემბერი 2017 20:03
    0
    ეს არ ვიცი მარა ლეო ბაპტიშტაო მაგრა გამისწორდებოდა ბარსაში
    --------------------
    „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ რაიკაარდმა დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“-ლიონელ მესი
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #8 8 სექტემბერი 2017 18:20
    0
    esec ar myavdes maradona ra
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #7 8 სექტემბერი 2017 14:02
    0
    ესპანიოლს ვფიქრობ უპრობლემოდ მოვუგებთ.სუარესი დაგვიბრუნდა და დიდი შანსები გვაქვს ძალიან.რაც შეეხება შემადგენლობას ვფიქრობ ასე უნდა გამოვიდეთ:
    ტერ შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    პაულინიო ბუსკეცი რობერტო
    მესი სუარესი დემბელე.
    შეცვლებს რაც შეეხება გომეში გამოიყვანოს ბუსკეცის ნაცვლად,დენისი პაულინიოს ნაცვლად და დინი ალბას ნაცვლად.
    Vepxo2008
    სტუმარი [?]
    #6 8 სექტემბერი 2017 13:45
    0
    ფრთხილად ფეხი არ დაგიცდეს...ესენი თუ არ ატირეს მართლა შემეცოდებით ბარსას ფანებო....
    Culé [?]
    #5 8 სექტემბერი 2017 13:08
    0
    ციტატა: Kaka
    რა დრო დაგიდგათ ესეც რო გეგადავებათ

    კითხე ბოლოს ჩვენთან როდის მოიგეს.. მაგ ლოგიკით თქვენ ატლეტიკო გეღადავებათ ყველა თამაშის წინ:)) არაჩვეულებრივი დრო გვიდგას სხვათა შორის
    Culé [?]
    #4 8 სექტემბერი 2017 13:02
    0
    ეჰჰ რატო ბაქიობს ეს
    Rivaldo2310
    სტუმარი [?]
    #3 8 სექტემბერი 2017 12:59
    0
    Ox ra did gulzea naxet ra aba shen ici:D
    lasha21
    სტუმარი [?]
    #2 8 სექტემბერი 2017 12:58
    0
    ნელა გარსია ხელი არ შეგეშალოსს ;)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 სექტემბერი 2017 12:30
    0
    არშეგვაშინა bowtie