უსმან დემბელე: ბარსელონაში შარშან გადმოსვლა ჩემ პროგრესს შეაჩერებდა

უსმან დემბელე: ბარსელონაში შარშან გადმოსვლა ჩემ პროგრესს შეაჩერებდა

"ბარსელონას" ახალწვეული უსმან დემბელე ადასტურებს, რომ მას კატალონიურ კლუბში გადასვლა გასულ წელსაც შეეძლო და იმ მიზეზსაც ამხელს, რატომ გააკეთა არჩევანი დორტმუნდის "ბორუსიაზე".

"იმ დროს, "რენის" პირველ გუნდში თამაში სულ რაღაც 6 თვის წინ მქონდა დაწყებული. წარმოგიდგენიათ? 6 თვე! რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ადრე იყო. მინდოდა გამოცდილება დამეგროვებინა, ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა, სეზონი დიდ გუნდში გამეტარებინა, რეგულარულად მეთამაშა, განვვითარებულიყავი...

"კამპ ნოუზე" გადასვლის შემთხვევაში, ვარჯიშებზე ბევრს ვისწავლიდი, მაგრამ ეს ჩემ პროგრესს შეაჩერებდა. საბედნიეროდ, "ბარსელონაში" გადმოსვლის შანსი მეორედაც მომეცა და ამჯერად მასზე უარის თქმა არ შემეძლო.

"ბორუსიაში" ვარჯიშის გაცდენა? იმ დროს მშვიდად ვიყავი. საკითხი "ბარსელონასა" და "ბორუსიას" უნდა გადაეწყვიტათ. ვიცოდი, რომ მოთმინება უნდა გამომეჩინა და გადავწყვიტე, ვარჯიში შემეწყვიტა. ვარჯიშზე მისვლა არ მინდოდა და მის გასაცდენად მიზეზს ვეძებდი." - ციტირებს დემბელეს სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 სექტემბერი 2017 12:03
    0
    მერე შენი პროგრესი რო 130 მილიონი დაქგვიჯდა, ასე პირდაპირ ვის აყენებენ ძირითადში ერთი 6 თვე ვეღარ მოითმინე? ამან რო არ გაამართლოს უნდა მოაჯმევინონ ის 120 თუ 130 მილიონი...
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 4 სექტემბერი 2017 11:44
    0
    დემბელეზე დიდ იმედებს ვამყარებ და ვიცი გაამართლებს
    SB5
    სტუმარი [?]
    #3 4 სექტემბერი 2017 11:32
    0
    აუ რა ჯიგარია ტო,დარწმუნებული ვარ რომ გაამართლებს ჩვენს იმედებს!!
    Rivaldo2310
    სტუმარი [?]
    #2 4 სექტემბერი 2017 11:14
    0
    Scori gadacyvetileba miigo magram kontraqtshi rom chaecera cota dabali tanxa uketesi iqneboda
    data cule
    სტუმარი [?]
    #1 4 სექტემბერი 2017 11:00
    0
    ლომი ხარ დემბო იმედია 9-ში გაიტან