ხორხე ვალდანო: "მესის გარეშე "ბარსელონას" ძლიერი თამაში ვერ წარმომიდგენია"
მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანო მიიჩნევს, რომ თუ მის ყოფილ გუნდსა და "ბარსელონას" ერთანეთს ლიდერების გარეშე შევადარებთ, უფრო ძლიერი სამეფო კლუბი გამოვა.
"ესპანეთის ჩემპიონატი ორივე გუნდმა დამაჯერებელი მოგებით დაიწყო. თუმცა, მეჩვენება, რომ "რეალის" წარმატება უფრო დასაფასებელია. უპირველესად იმიტომ, რომ მადრიდელები რონალდუს გარეშე თამაშობდნენ. მესის გარეშე "ბარსელონას" ძლიერი თამაში ვერ წარმომიდგენია." - ციტირებს ვალდანოს სიტყვებს Defensa Central.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]