ლიონელ მესი - ერთი გოლი 350-მდე

ლიონელ მესი - ერთი გოლი 350-მდე

"ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 350-ე გოლის გატანასთან ახლოსაა.

თუ დღეს მესი, რომელიც 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, პრიმერა დივიზიონის 2017/18 წლების სეზონის პირველ მატჩში "ბეტისს" გაუტანს, მას 350 გოლი დაუგროვდება.

მესიმ ლა ლიგაში პირველი გოლი "კამპ ნოუზე" "ალბასეტესთან" მატჩში (2:0) გაიტანა. ამ დროს ის 17 წლის, 10 თვისა და 8 დღის იყო. მან ბოლოს 2017 წლის 21 მაისს კვლავ "კამპ ნოუზე" გაიტანა, როდესაც 29 წლის, 10 თვისა და 16 დღის იყო.

მესიმ 349 გოლიდან 200 სახლში გაიტანა, 149 კი - გასვლაზე. მას ყველაზე მეტჯერ "სევილიას" (23), "ატლეტიკოს" (22), "ოსასუნასა" და "ვალენსიას" (21) კარში გაუტანია.

არგენტინელმა ვარსკვლავმა 10-ზე მეტი გოლი შემდეგ გუნდებს გაუტანა: "დეპორტივო" (17), "რეალი" და "რაიო" (16), "ლევანტე" და "ესპანიოლი" (15), "ბილბაო" (13), "ხეტაფე", "ბეტისი", "რასინგი" და "სოსიედადი" (12), "ვილიარეალი", "ალმერია", "მალიორკა", "მალაგა" და "გრანადა" (11).

ამავდროულად, მესიმ 349 გოლიდან 46 თერთმეტმეტრიანი გაუტანია, 19 კი - ჯარიმა. დანარჩენი მან თამაშის დროს გაიტანა.

მესიმ ყველაზე მეტი 2011/12 წლების სეზონში გაიტანა (50 გოლი). მომდევნო სეზონში მან თავი 46 გოლით გამოიჩინა. ის 4-ჯერ საუკეთესო ბომბარდირი გახდა: 2009/10, 2011/12, 2012/13 და 2016/17.

მესის პოკერი 3-ჯერ გაუტანია. მან 4 გოლი "ვალენსიასა" და "ესპანიოლს" 2011/12 წლების სეზონში გაუტანა, "ოსასუნას" კი - 2012/13 სეზონში.

რაც შეეხება ჰეთ თრიქს, მესიმ 3 გოლი 2-ჯერ შემდეგ გუნდებს გაუტანა: "რეალი", "ვალენსია", "ატლეტიკო", "რაიო", "ოსასუნა", "მალაგა", "გრანადა" და "დეპორტივო". არგენტინელს "ტენერიფესთან", "სარაგოსასთან", "ალმერიასთან", "ლევანტესთან", "ესპანიოლთან" და "სევილიასთან" ჰეთ თრიქი ერთხელ გაუტანია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #3 21 აგვისტო 2017 12:48
    0
    ლა ლიგის ყველა დროის ბომბარდირად დარჩება ძაან დიდხან
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 20 აგვისტო 2017 21:26
    0
    დღეა 352ზე ავა
    Culé [?]
    #1 20 აგვისტო 2017 19:23
    0
    ყველადროის საუკეთესოოოოა კაცი დრიბლინგი გოლი პასი ინტელექტი რავი სიტყვები ზედმეტია