"ბარსელონას" ოფიციალური განცხადება პაულინიოს ტრანსფერისა და ბართომეუს ბიზნესის თაობაზე

"ბარსელონას" ოფიციალური განცხადება პაულინიოს ტრანსფერისა და ბართომეუს ბიზნესის თაობაზე

"ბარსელონამ", რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალური განცხადება გააკეთა და პაულინიოს ტრანსფერთან კლუბის პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს ბიზნესის კავშირი უარყო.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" მიერ პაულინიოს შეძენა კატალონიელთა პრეზიდენტის ბიზნეს გეგმის ნაწილია. დაუდასტურებელი ცნობებით, ბართომეუს იმ პორტში გავლენის მოპოვება სურს, რომელიც პაულინიოს ყოფილი კლუბის, "გუანჩჟოუ ევერგრანდის" ქალაქში მდებარეობს.

დღეს, "ბარსელონამ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"დღეს დილით, საფეხბურთო კლუბმა "ბარსელონამ", იმ მასალის ავტორებს, რომლებიც ხაზს პაულინიო ბეზერასა და ჟოზე მარია ბართომეუს ბიზნესს შორის კავშირს უსვამენ, გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მოსთხოვა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ცრუ ინფორმაცია უარყოფილი არ იქნება, კლუბი და მისი პრეზიდენტი ინდივიდუალურად, სამართლებრივ გზებს მიმართავს. მათ შორის იქნება კლუბის იმიჯისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

"ბარსელონა" არ შეეგუება ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც კლუბის იმიჯს აზარალებს და პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს იმ პირებისგან, რომლებიც მცდარ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ავრცელებენ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გოგიტა
    სტუმარი [?]
    #7 17 აგვისტო 2017 00:06
    0
    ჩემი მე-500 კომენტარი "დ
    Culé [?]
    #6 16 აგვისტო 2017 23:41
    0
    ჰმმმმმმ
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    colochini
    სტუმარი [?]
    #5 16 აგვისტო 2017 21:08
    0
    ბართO გიჟია :დდ
    BARCELONA(iniesta)
    სტუმარი [?]
    #4 16 აგვისტო 2017 19:14
    0
    რატომღაც რომ ეთქვათ ბართომეუს პირადი მიზნებისთვის ვიყიდეთო რაა.ტყუილი რომც იყოს ისედაც ვხედავთ რა კაცია ბართომეუ
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 16 აგვისტო 2017 18:30
    0
    ბართომეუ გადასაყენებელია
    ლუკა2002
    სტუმარი [?]
    #2 16 აგვისტო 2017 18:27
    0
    გაუშვთ ეს კაცი მთლიანად დაძირა სატრანსფერო პოლიტიკა
    Culé [?]
    #1 16 აგვისტო 2017 16:36
    0
    აი ესა ოფიციალური განცხადება და მსგავს განცხადებებს უნდა ველოდოთ რომ მიმართეს ან დორტმუნდს ან ლივეს ან მიდია მოლპარაკებები.... სასტავი გაზეთებით ხელმძღვანელობს ...)))))