კეილორ ნავასი: "ბარსელონა" არ დასუსტებულა"
მადრიდის "რეალის" კარის დარაჯი კეილორ ნავასი მიიჩნევს, რომ "ბარსელონა", ნეიმარის წასვლის მიუხედავად, არ დასუსტებულა. ამ განცხადებას კოსტა რიკელი მეკარე დღეს გასამართი "ელ კლასიკოს" წინ აკეთებს.
"საიდუმლო არავისთვისაა, რომ ნეიმარი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთლია, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მის გარეშე "ბარსელონა" უფრო სუსტია. ის, ვინც მას შეცვლის, მოტივირებული იქნება და ღირსეულად ითამაშებს.
"ბარსელონას" თამაშის თავისი სტილი აქვს. ამ შეხვედრისგან სიურპრიზებს არ უნდა ველოდეთ, მის ბედს კი დეტალები გადაწყვეტს.
თამაშს მშვიდად ვხვდებით და ჩვენი პასუხისმგებლობა გათავისებული გვაქვს. მოსაგებად გოლის გატანაა საჭირო და ჩვენ ეს საქმე ვიცით. მომავალზე შემდეგ ვიფიქრებთ, რადგან ახლა, ეს 2 შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანია და მათი მოგება გვინდა.
ჩვენ მხოლოდ მოსაგებად ვთამაშობთ. სხვა მენტალიტეტის ფეხბურთელები "რეალში" არ არიან. ყველა ვხვდებით, რომ "რეალში" თამაში ტიტულებისთვის ბრძოლას ნიშნავს." - ციტირებს ნავასის სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]