ანატოლი ბიშოვეცი: "ბარსელონა" "რეალისთვის" ძალიან არასასიამოვნო მოწინააღმდეგეა"
რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი და "ბუკმეიკერების რეიტინგის" ექსპერტი ანატოლი ბიშოვეცი თავის ფსონს "ჩამოდის" ესპანეთის სუპერთასის ეგიდით გასამართ შეხვედრაზე "ბარსელონასა" და "რეალს" შორის. ექსპერტი ფავორიტად კატალონიის "ბარსელონას" მიიჩნევს.
"შესანიშნავი მატჩი უნდა გამოვიდეს! ნეიმარის წასვლის შემდეგ "ბარსელონას" შანსები ოდნავ შემცირდა. "რეალმა" ძალიან საინტერესო თამაში აჩვენა უეფას სუპერ თასის გათამაშებაში. გამოჩნდა მთელი რიგი მოთამაშეები, რომლებიც როგორც კოლექტიურად ისე ინდივიდუალურადაც ძალიან ძლიერები არიან. რონალდუს გარეშეც კი მადრიდელების თამაში ძალიან მრავალფეროვანია. ინდივიდუალურობისა და გუნდურობის შესანიშნავი სინთეზი განხორციელდა. ისკო კარგია, მოდრიჩი კროოსთან ერთად კი შემოქმედებით ასპექტში უბრალოდ ფანტასტიკურია".
"მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბარსელონა" ძალიან უხერხული მეტოქეა "რეალისთვის". ისინი ბურთს იჭერენ, უბურთოთ თამაში კი ძალიან რთულია, განსაკუთრებით ისეთი მოთამაშეებისთვის, რომლებიც "რეალში" არიან შეკრებილი.
"ბარსელონამ" უკვე იგემა გამარჯვება "რეალის" წინააღმდეგ, მიუხედავად იმასა, რომ ეს ამხანაგური იყო და რონალდუც არ თამაშობდა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სუპერ თასის თამაშიდან გამომდინარე ვეჭვობ კრიშტიანუმ მთელი მატჩი ჩაატაროს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მომენტი იყო როდესაც საჯარიმო არედან რონალდუმ "მანჩესტერის" კარში დარტყმა სცადა, ეს საშინელება იყო, რონალდუს დარტყმულს არ გავდა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ის რაგბის კარი იქნებოდა, არც მაშინ გაუმართლებდა მას ასეთი დარტყმის შემდეგ".
"მგონია, რომ "ბარსელონა" ამ დაპირისპირების პირველ მატჩს "რეალის" წინააღმდეგ მოიგებს", განაცხადა ექსპერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის პირველი შეხვედრა დღეს, ჩვენი დროით 23:55 საათზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]