13 წელი სამუელ ეტო'ოს ტრანსფერიდან
12 აგვისტო "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ეს დღე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში სამუელ ეტო'ოს ტრანსფერს უკავშირდება.
ზუსტად 13 წლის წინ, "ბლაუგრანამ" კამერუნელი ფორვარდი 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და ის კატალონიური გრანდის ღირსებას 2009 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში სამუელი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო "ცხრიანად" იქცა.
"ბარსელონას" რიგებში მან 198 მატჩი ჩაატარა, 129 გოლი გაიტანა, 36 საგოლე გადაცემა გააკეთა და 10 ტიტული მოიგო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეტო'ომ "ბლაუგრანას" მაისურით ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში მოახერხა თავის გამოჩენა. ეს მოხდა "არსენალისა" (2:1) და "მანჩესტერის" (2:0) წინააღმდეგ.
[media=https://www.youtube.com/watch?v=nzN0rrkkFqA]
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]