კრეიგ ბელამი: “კოუტინიო უნდა დარჩეს, სანამ ინიესტა “ბარსელონაშია“
კრეიგ ბელამი ამბობს, რომ კოუტინიო "ლივერპულში" უნდა დარჩეს, სანამ ანდრეს ინიესტა "ბარსელონაში" თამაშობს.
მიუხდავად იმისა, რომ "ბარსელონას" კოუტინიოს გადმობირებას ძალიან ცდილობს, "ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელი, ბელამი ამბობს: "კოუტინიომ თავი უნდა შეიკავოს ამ სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფრებში" გადაბარგებიდან, სანამ ვაკანტური ადგილი არ გაჩნდება ინიესტას წასვლის შემდეგ, დაახლოებით 12 თვეში".
"მე კოუტინიოს არა ნეიმარის არამედ ინიესტას შემცვლელად ვხედავ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ამ ეტაპზე უნდა დარჩეს, რადგან ინიესტა ჯერ კიდევ თამაშობს. კოუტინიო
"ლივერპულში" მთავარი ფიგურა იქნება".
"ეს შეიძლება ინიესტას ბოლო სათამაშო სეზონი იყოს "ბარსელონაში", შემდეგი წლიდან კი კოუტინიო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება იქ ("ბარსელონაში")" - განაცხადა ბელამიმ Sky Sports-თან საუბრისას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]