რამონ როდრიგეს მონჩი: "ნეიმარის ტრანსფერი მაშინებს"

"რომას" სპორტული დირექტორი რამონ როდრიგეს მონჩი კიდევ ერთი საფეხბურთო ფუნქციონერია, რომელიც ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლაში საფრთხეს ხედავს.
"ეს ტრანსფერი დისკომფორტისა და შიშის გრძნობას ტოვებს. არ ვიცი, სად მიგვიყვანს ეს გარიგება. არ მინდა ვიფიქრო, რომ ვქმნით საპნის ბუშტს, რომელიც ერთ დღესაც გასკდება ისევე, როგორც ის, რომელმაც მსოფლიოს ეკონომიკას ზიანი მიაყენა.
ჩემი პოზიციაა, რომ ძვირადღირებული ფეხბურთელები არ უნდა ვიყიდოთ. იყო თუ არა ეს ტრანსფერი კანონიერი, ამას შესაბამისი საფეხბურთო ინსტანციები შეისწავლიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ჩემ დისკომფორტს იწვევს. ეს მილიონების შოუ მაშინებს მაშინ, როდესაც მსოფლიოში უამრავ ადამიანს პრობლემები აქვს. სარკეში უნდა ჩავიხედოთ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ამას არ ვაკეთებთ." - აცხადებს რამონ როდრიგეს მონჩი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]