ვარჯიში "სიუტატ ესპორტივაზე"

ვარჯიში "სიუტატ ესპორტივაზე"

"ბარსას" პირველი გუნდის 7 ფეხბურთელი სეუტაში არ გამგზავრებულა. ამის გამო კი მათ ვარჯიში "სიუტატ ესპორტივაზე" მოუწიათ. მათთან ერთად ვარჯიშზე 5 "ბარსას" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი იმყოფებოდა...

პეპ გვარდიოლამ ბარსელონაში ისეთი ფეხბურთელები დატოვა, როგორიცაა ვიქტორ ვალდესი, დანი ალვესი, ხერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, ლეო მესი და დავიდ ვილია. მათთან ერთად კი "ხუვენილ ა"–სა და "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელებმა: ხორდი მასიპიმ, კარლოსმა, კრისტიან ტელიომ, არმანდო ლოცანომ და მარტინ მონტოიამ ივარჯიშეს. ვარჯიშს პაკო სეირულიო და ლორენცო ბუენავენტურა გაუძღვნენ. ჩავიმ და მილიტომ კი ვარჯიში ტრენაჯორებთან არჩიეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.