პოლ პოგბა "ბარსელონაში"?
- 29-07-2017, 14:22
-
WinGs
- 9

"ბარსელონას" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, "მანჩესტერის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლ პოგბამ სოციალურ ქსელში ბარსელონას ფეხბურთელებთან, ლიონელ მესისთან და ნეიმართან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ფრანგი ნახევარმცველი, ბოლო დროს, საკუთარ თავს ხშირად ხუმრობით "აგენტ პოგბას" უწოდებს, რადგან "მანჩესტერში" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერში მან დიდი როლი ითამაშა. აქაც, მან თავი სწორედ ამ სახელით მოიხსენია და სწორედ ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას და "ბარსელონას" ფეხბურთელებს შორის საუბარი რომელიმე მოსალოდნელ ტრანსფერზე უნდა ყოფილიყო. ამას ისიც დაემატა, რომ პოგბამ თვითერზე მოიწონა კომენტარი, რომელშიც მის "ბარსელონაში" გადასვლაზე იყო საუბარი.
შესაბამისად, უკვე სპორტული გამოცემებს და "იუნაიტედის" ფანებსაც სჯერათ, რომ პოგბას ტრანსფერი რეალურია და თუ "ბარსელონა" ნეიმარმა მართლა დატოვა, მიღებული ფულის ნაწილით კატალონიელები მის შეძენას შეეცდებიან.
ბარსელონა პოლ პოგბას შეძენით გასულ ზაფხულსაც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ საქმე სერიოზულ მოლაპარაკებამდე არ მისულა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული Metro ავრცელებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]