კრუიფი ლაპორტას იცავს

კრუიფი ლაპორტას იცავს

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი იოჰან კრუიფი, იცავს კლუბის ყოფილს პრეზიდენტს ჟოან ლაპოტრას.შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი სანდრო როსელი, ლაპოტრას კლუბის სახსრების დაქვეითებასა და ვალების აკიდებისათვის ადანაშაულებს.

"ლაპორტას პრეზიდენტობის პერიოდში, ვალი ჰქონდა 60 მილიონი ევრო, ხოლო კლუბის ბიუჯეტი იყო 150 მილიონი დოლარი. "ბარსას" ახლანდელ ლიდერებს, კლუბი დახვდათ უფრო კარგ მდგომარეობაში. რაც შეეხება "ბარსელონას" ოფიციალურ იმიჯს, დღევანდელი კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც იყო 7 წლის წინ. ლაპორტა სპორტული თვალსაზრისით წავიდა დიდ რისკზე, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ რაიკაარდი დააყენა, ხოლო შემდეგ გვარდიოლა და ამ ყველაფერმა გაამართლა. ასე რომ, "ბარსელონა" ადრე უფრო კარგად გამოიყურებოდა."-განაცხადა კრუიფმა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.