ჟეფრენს "ბარსაში" დარჩენა სურს

ჟეფრენს "ბარსაში" დარჩენა სურს

კატალონიური "ბარსელონას" ახალგაზრდა ფორვარდმა, ხეფრენ სუარესმა კატალონიურ სპორტულ გამოცემა "სპორტს" ინტერვიუ მისცა, რომელის ქართულ ვარიანტსაც ამ სიახლეში შემოგთავაზებთ...

თქვენ ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ხართ, მართალია?

სამი კვირა მე ტრავმის მოშუშებას დავუთმე. ახლა კი თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

ამ სეზონში მხოლოდ ერთი წუთი ითამაშეთ. რამ განაპირობა ეს?

ნამდვილად არ ვიცი. გადაწყვეტილებებს მწვრთნელი ღებულობს და მე რაიმეს თქმა არ შემიძლია. მე შემიძლია ვიმუშავო უფრო მეტი და დაველოდო ჩემს შანსს.

ღიმილს გგვრით ის ფაქტი, რომ ხალხი გუნდზე იძახის ძალიან პატარააო?

არა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა ეს საფიქრალს გიჩენს. ერთი რამე, რისი გაკეთებაც შემიძლია არის ის, რომ ვიმუშავო უფრო მეტი და მეტი.

გააქვთ მოთმინება?

დიახ. მე აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადგილას. მე ახლა მხოლოდ "ბარსაზე" ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე აქ დარჩენა მსურს, მიუხედავად იმისა მაქვს თუ არა სათამაშო დრო.

თქვენთვის რა არის უარესი: იყო ტრავმირებული, თუ იყო ჯანსაღად, მაგრამ არ თამაშობდე?

თამაშის ყურება სათადარიგოთა სკამიდან ძალიან რთულია, მაგრამ ვფირობ, რომ უარესი მაინც ტრავმაა, რადგანაც შენ ლოდინი გიწევს. სხვა მხრივ შენ უყურებ შენი თანაგუნდელების თამაშს და ხედავ, რომ შენ მაღალ დონეზე ვარჯიშობ, მაგრამ არ თამაშობ. ეს კარგი არ არის, მაგრამ ჩემი მეგობრები და ოჯახი მამხნევებენ.

ლოგიკურად 22 წლის ასაკის ფეხბურთელის გასაზრდელად სათამაშო დროა საჭირო. გიფიქრიათ გუნდის დატოვებაზე?

არა, არანაირად. მე ტრიუმფის მიღწევა მხოლოდ აქ მსურს. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან მე თამაშის შანსი მომეცემა.

კმაყოილი ხართ თქვენი გამოსვლებით?

გასულ წელს მე "ხერეზთან" და "ბილბაოსთან" კარგად გამოვედი. მე ამ მატჩებში გოლის გატანის ბედნიერება მქონდა. ხალხი მე ქუჩაში მხვდება და მეუბნებიან, რომ ისინი ვერ ხვდებიან, თუ რატომ არ ვთამაშობ. მათი მხარდაჭერა მე ძალიან მეხმარება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

გვარდიოლამ გითხრათ, რომ "ბარსას" ჭირდებოდით და რომ აქ დარჩენილიყავით, მაგრამ ჯერ–ჯერობით ამის დემონსტრირება არ ხდება...

მან მითხრა, რომ წლის დასაწყისში მე მუშაობა მომიწევდა. ეს ალბათ იმას ნიშნავდა, რომ მე თავიდან თამაში არ მომიწევდა. არ ვიცი რას და როგორ ფიქრობს ის, მაგრამ მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მუშაობას ვაგრძელებ.

ახლა ცუდი პერიოდი გაქვთ?

დიახ, მაგრამ მე არ შემიძლია იმის თქმა, რომ ვარჯიში შევწყვიტო. ეს მხოლოდ სახლში.

გუნდში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც თქვენზე ცუდ მდგომარეობაში იყვნენ.

კლუბში შენ შენს თანაგუნდელებს უნდა დაეხმარო. სახლში კი ალბათ არის მომენტები, როდესაც შენ დეპრესიული ხარ.

შეიძლება თქვენ ხართ იმ ტიპის ფეხბურთელი, რომელიც გვარდიოლას გასახდელში მოწონს.

არ არის საჭიროება, რომ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვას. ამიტომაც როდესაც მწვრთნელი განაცხადს ადგენს ვფიქრობ: "მან არ გამომიძახა, მაგრამ შენ შენი თანაგუნდელები უნდა გაამხნევო."

როგორ გრძნობთ თავს, როდესაც ვინმეს იძახებენ "ბარსა ბ"–დან?

ეს ალბათ უსიამოვნოა, მაგრამ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა.

როგორ გამოიყურებოდით ივნისში?

ჩემი აზრით ივნისში ისეთივე ფორმაში ვიყავი, როგორც ახლა ვარ. ვვარჯიშობ და ვღებულობ ცოტა სათამაშო დროს. ვიმედოვნებ, რომ ჩემი თავის რეალიზებას "სამეფო თასზე" მაინც შევძლებ.

და თუ ყველაფერი უცვლელად დარჩა?

მწვრთნელი გადაწყვეტს დავრჩე თუ არა აქ. მე უბრალოდ აქ თამაში მსურს, ესაა და ეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.