"ჟირონა" კატალონიის სუპერ თასზე ვერ ითამაშებს

  • 30-06-2017, 10:46
  • "ჟირონა" კატალონიის სუპერ თასზე ვერ ითამაშებს

    მიუხედავად სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში დაწინაურებისა, "ჟირონა" კატალონიის სუპერ თასისთვის ვერ იბრძოლებს.

    კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი, ანდრეუ სუბიესი გვამცნობს, რომ ტურნირის რეგლამენტის თანახმად, სუპერ თასისთვის ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებს ორი უძველესი კატალონიური კლუბი, რომელმაც პრიმერაში ყველა სხვა დანარჩენზე მეტი სეზონი ჩაატარა.

    აქედან გამომდინარე, კატალონიის სუპერ თასზე მხოლოდ "ბარსელონა" და "ესპანიოლი" ითამაშებენ.

    კატალონიის სუპერ თასის პირველი გათამაშება 2014 წელს შედგა და "ბარსელონამ" გაიმარჯვა. მომდევნო ჯერზე (2016) ტრიუმფი "ესპანიოლმა" იგემა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    lado-barca Culé [?]

    30 ივნისი 2017 17:07

    ვსაერთოდ არვიცი ჟირონა რა გუნდია!

    0
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    theodore bagwell
    theodore bagwell სტუმარი [?]

    30 ივნისი 2017 11:23

    Ra debiloba wesebia

    0
    cule visca
    cule visca სტუმარი [?]

    30 ივნისი 2017 10:50

    მაინც ბარსა მოიგებს

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV