ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

ესპანეთის ახალგაზრდული  ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

გუშინ ღამით გაიმართა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ესპანეთისა და იტალიის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ესპანელებიდან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა საულ ნიგესმა. ფეხბურთელმა, რომელსაც ბოლო დღეებში ვერატის ალტერნატივად განიხილავენ, ანგარიში 53-ე წუთზე გახსნა, რასაც 9 წუთში ბერნარდესკის გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ, ისევ საულმა, 65-ე წუთზე თავისი ქვეყანა დააწინაურა, 74-ეზე კი ჰეთ-თრიქიც გაიფორმა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

რაც შეეხება დენის სუარესს, იგი მოედანზე 83-ე წუთზე შემოვიდა ჟერარ დეულოფეუს ნაცვლად. "ბარსელონას" ერთ-ერთმა მთავარმა სამიზნემ, ექტორ ბელერინმა კი მატჩი სრულად ჩაატარა.

ესპანელები ფინალში გერმანიას დაუპირისპორდებიან, რომელმაც პენალტების სერიაში ინგლისის ნაკრებს სძლია ანგარიშით 4-3.
ასევე შეგახსენებთ, რომ ნაკრებში დღეს და ხვალ ასევე ითამაშებენ ანდრე გომეში და მარკ ანდრე ტერ-შტეგენი. კონფედერაციის თასის გათამაშების ნახევარფინალში პორტუგალია ჩილეს, გერმანია კი მექსიკას დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 28 ივნისი 2017 14:08
    0
    კაიია!
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    ggn-777
    სტუმარი [?]
    #5 28 ივნისი 2017 12:02
    0
    Moiyvanet sauli,shetevashic kaia dacvasac kargad exlareba kai da sachiro gilebic gaaq da tan axalgazrdaaa.veratis xela ro uketesi iqneba.espaneli naxevarmcveli sul sxvaa mainc
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #4 28 ივნისი 2017 11:09
    0
    Belerini ra samuraivitaa
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 ივნისი 2017 11:08
    0
    რას გავდა ბელერინი :დ
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    zura1988
    სტუმარი [?]
    #2 28 ივნისი 2017 11:06
    0
    მოიგებს ესპანეთიიი....საული მოიყვანეთ თქვე ახვრებოო...
    marco..verratti
    სტუმარი [?]
    #1 28 ივნისი 2017 09:56
    0
    საულმა მაგრა იყომარა