გიგანტური ბონუსი - 50 მილიონი ევრო გახანგრძლივებისთვის

გიგანტური ბონუსი - 50 მილიონი ევრო გახანგრძლივებისთვის

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ უზარმაზარ ბონუსს მიიღებს.

აქამდე რატომ არ გაახანგრძლივა "ბლაუგრანამ" გუნდის ლიდერთან კონტრაქტი? ეს რთული საკითხია. "ბარსელონამ" მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად უნდა აქციოს, მაგრამ წესების ფარგლებში - კოლექტივის ანაზღაურება კლუბის საერთო შემოსავალის 70%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სწორედ ამიტომ, ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ დაპირებული გიგანტური თანხა, 50 მილიონი ევრო რამდენიმე ნაწილად გაიყოფა და მას ლეო 2021 წლის 30 ივნისამდე მიიღებს, იტყობინება Sport.es.

Deloitte-ს ინფორმაციით, წარსულში "ბარსელონამ" ბონუსის სახით 64 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა. აღნიშნული თანხა კლუბმა ნეიმარს, ბუსკეტსსა და ხავიერ მასკერანოს შორის გაანაწილა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Viva_Barcelona
    სტუმარი [?]
    #4 24 ივნისი 2017 13:09
    0
    3nemy pvp bettlis pinali rodisaa?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 ივნისი 2017 01:15
    0
    ეგ თუ მარტალია ძალიან კარგიც არის და მესი უფრო მეტსაც იმსახურებს. მე უფრო სხვა რამ მაინტერესებს ანუ კონკრეტულათ სატრანსფერო ბიუჯეტი, თუ ამდენი შესაძლებლობა აქვთ რომ მესის ნეიმარს სუარესს და სხვა ძირითადის ფეხბურთელებს ამხელა ხელფასები დაურიგოს ბართომეუმ (როგორც ვიცი ბარსელონაში იმაზე მაღალი ხელფასები აქვთ ძირითადის თუ სათადარიგოს ფეხბურთელებს ვიდრე სხვა ევროპულ გრანდებში მოთამაშე ფეხბურთელებს და თუ არ ვცდები მარტო ხელფასებში 150 მილიოზე მეტს ხარჯავს ბარსა) ესეიგი გუნდს აქვს ბიუჯეტში საკმარისი თანხები რომ ყველა ხარჯის გათვალისწინებით სეზონზე მინიმუმ 100 მილიონი მაინც გადადოს ტრანსფერებისთვის ან ტრანსფერისთვის. ბევრი იტყვის რო ხელფასებში თუ არიგებს ბარსა 150 მილიონს მაშინ 100 მილიონსაც ვერ გადადებენ ტრანსფერებისთვის მარა მე მასე ნაკლებათ მგონია თუ გავითვალისწინებთ გუნდის წლიურ შემოსავალს ყველა წყაროდან მაშინ 100 მილიონი კი არა 200 მილიონსაც კარგათ დახარჯავენ თუ საქმეს დაჭირდა და სწორედ ეხლა მოითხოვს საქმე ჯიბეზე ხელის გაკვრას, მარა ამათმა კრიჟანობამ ტვინი მოტ....ყნა რა აბა ვერატის 5 მილიონათ არავინ დაუთმობს და თუ გინდა უნდა გადაიხადო რაც ამ დეგენერატების თავებში არ შედის.
    Culé [?]
    #2 24 ივნისი 2017 00:28
    0
    ოჰოო რა ფულებიი იჭრება ამ სპორტში
    Culé [?]
    #1 24 ივნისი 2017 00:27
    0
    მალე გაახანგძლივე მესი! heart_eyes
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!