რონალდუ "ბარსელონასთან" არ ითამაშებს

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიტშტიანუ რონალდუ, ზაფხულში გასამართ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
გასულ სეზონში, ზინედინ ზიდანი რონალდუს ხშირად ასვენებდა, რის წყალობითაც, პორტუგალიელი, სეზონის დასკვნით ეტაპს, საუკეთესო ფორმაში შეხვდა. მადრდული პრესის ცნობით, ფრანგი სპეციალისტი გუნდის ლიდერს არც მომდევნო სეზონში გადატვირთავს.
Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ 22-29 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მონაწილეობას არ მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ ის 29 ივლისს, "ბარსელონას" წინააღმდეგაც არ ითამაშებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]