ჩავის უმნიშვნელო ტკივილები აწუხებს

ჩავის უმნიშვნელო ტკივილები აწუხებს

"ბარსა TV"–სთან საუბრისას, "ბარსას" ნახევარმცელმა "მაესტრომ", ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მას ტრავმა კიდევ აწუხებს...

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "კამპ ნოუზე" ერთმანეთს "ბარსელონა" და "ვალენსია" დაუპირისპირდნენ. "ბარსას" სასტარტო თერთმეტეულში ჩავი ერნანდესიც იმყოფებოდა, რაც მატჩამდე ნაკლებად სავარაუდო გახლდათ. 78–ე წუთზე კი მის ნაცვლად მოედანზე ხავიერ მასკერანო შემოვიდა. მატჩის დასრულების შემდეგ "ბარსას" ტელევიზია ჩავის გამოესაუბრა. "მე ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგრამ სამწუხაროდ ისევ მაქვს უმნიშვნელო ტკივილები. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ექიმებს და იმედი მაქვს, რომ ფორმის აღდგენას ძალიან მალე შევძლებ." განაცხადა "მაესტრომ".

ამ დისკომფორტის მიუხედავად ჩავიმ მოახერხა და მატჩში ორი საგოლე პასი გააკეთა. ჩავიმ განაცხადა: "მე ასეთი თამაშით ძალიან გახარებული ვარ. პირველ ტაიმში "ვალენსიამ" ცოტა გვანერვიულა, მაგრამ ამის შემდეგ, რაც მოხდა ყველას კარგად მოეხსენება. საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ის "ბარსა", რომელსაც ყველანი ასე ველოდით."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.