ალვეშსა და ვისენტეს შორის უთანხმოება მოხდა

ალვეშსა და ვისენტეს შორის უთანხმოება მოხდა

მოგეხსენებათ, გუშინ ძალზე საინტერესო მატჩი გაიმართა "კამპ ნოუზე" "ბარსელონასა" და" "ვალენსიას" შორის. მატჩში ასევე სუფევდა დაძაბულობა, ბუნებრივია, რომ ორივე გუნდს უნდოდა გამარჯვება, ხშირად ფეხბურთელები ნერვებს ვერ თოკავდნენ. ასე იყო ვისენტესა და ალვეშის შემთხვევაშიც. მატჩის დასრულებისას მოედანზე მათ შორის უთანხმოება მოხდა, როგორც ბრაზილიელმა მცველმა განმარტა მატჩის შემდეგ, მას პრეტენზია მთავარ არბიტრთან ჰქონდა. ეს კამათი გასახდელში მიმავალ ტუნელშიც გაგრძელდა, მაგრამ გუნდის კაპიტნების ჩარევის შემდეგ, ფეხბურთელები დაწყნარდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.