უნაი ემერი სინანულს გამოთქვამს

უნაი ემერი სინანულს გამოთქვამს

"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, სინანული გამოხატა იმის შესახებ, რომ გუშინ მისმა ფეხბურთელებმა "ბარსელონას" წინააღმდეგ შეხვედა ანგარიშით 2:1 დათმეს. უნაი მიიჩნევს, რომ მის გუნდს შეუძლია უკეთესი შედეგის მიღწევა.

"ჩვენ მოვიგეთ თამაშის პირველი ტაიმი, მაგრამ საქმე ბოლომდე წარმატებით ვერ მივიყვანეთ. პირველ ნახევარში, ჩვენ დაკისრებულ მოვალეობას კარგად გავართვით თავი და მოწინააღმდეგე დავჯაბნეთ, ასევე გვქონდა შანსი ანგარიშის ორამდე გაზრდისა. გუნდი მეორე ნახევარში ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ გაცნობებთ, რომ თამაში ადვილი არ იყო. ჩვენ არ გაგვიმართლა იმ გაგებით, რომ მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გავუშვით გოლი. ეს დამარცხება ჩვენთვის დიდი ტკივილია, რადგან ჩვენ ვთამაშობდით გამარჯვებისათვის."-განაცხადა "ვალენსიას" თავკაცმა "AS"-თან ინტერვიუში

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.