იბრა თავისუფალია იქ წასასვლელად, სადაც თვითონ მოსწონს – პაოლილო

იბრა თავისუფალია იქ წასასვლელად, სადაც თვითონ მოსწონს – პაოლილო

მილანური "ინტერის” სპორტულმა დირექტორმა, ერნესტო პაოლილომ განაცხადა, რომ იბრაგიმოვჩი თავისუფალია და მისი ნებაა რომელ კლუბს შეუერთდება.

"ინტერმა” გამოხატა თავისი მნიშვნელოვანი პოზიცია იბრაჰიმოვიჩის თაობაზე. პაოლილომ თავისებურად გადაკვრით თქვა, რომ შვედმა თავდამსხმელმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

ასევე გადაკვრით აქვს გამოხატული იბრაჰიმოვიჩს თავისი დამოკიდებულება და სიმპათიები ესპანეთის და კერძოდ "ბარსელონას” მიმართ.

შესაძლებელია ვთქვათ, რომ ის ბიძგი ჩაქრა, რომელიც ერთ-ერთ ხმაურიან ტრანსფერს უკავშირდებოდა, მაგრამ ამაში არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ იბრა იტალიაში რჩება. პაოლილომ განაცხადა, რომ "ინტერი” გაყიდის ზლატანს, თუ კონტრაქტის პირობები დააკმაყოფილებთ.

"თუ იბრაჰიმოვიჩის ოცნებაა სადმე წასვლა, ახლა ის ამისთვის თავისუფალია, მაგრამ მის გასაშვებად ჩვენ კარგი შემოთავაზება უნდა მივიღოთ.” – განაცხადა პაოლილომ Sky Sport Italia -სთან ინტერვიუში.

"ის არის სიმბოლო კლუბის და ყველა ჩვენთაგანისთვის. ჩვენ უნდა მივიღოთ დიდი შემოთავაზება მასში, რომ დავთანხმდეთ. ჩვენ იბრას გაწეულს შრომას არ დავუკარგავთ და ყოველთვის გვემახსოვრება.”

"კარი ღიაა ხუან ლაპორტასთვის და სხვებისთვისაც.” – დაასრულა ერნესტო პაოლილომ.

წყარო www.goal.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.