კოკუ "ბარსელონას" მომავალ მწვრთნელად?
- 27-04-2017, 14:41
-
ელ ილუსიონისტა
- 9

მოგეხსენებათ, რომ გუშინ "ბარსელონამ" პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურის მატჩში "ოსასუნას" უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 7:1 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას "კამპ ნოუს" ტრიბუნებზე ბევრი თქვენგანი შენიშნავდა "ბარსელონას" ექსფეხბურთელს, ფილიპ კოკუს, რომელიც ამჟამად "პსვ ეინჰოვენს" უდგას სათავეში.
კოკუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას 6 წლის განმავლობაში (1998-2004) იცავდა და საერთოდ არაა გამორიცხული იგი კატალონიელთა მომავალ მწვრთნელად მოგვევლინოს. ჰოლანდიელის ეს ვიზიტი ბევრმა სწორედ ამ ფაქტს დაუკავშირა.
ფილიპი ამჟამად 46 წლისაა და ჰოლანდიურ კლუბს სათავეში 2013 წლიდან უდგას. ამ ხნის განმავლობაში მან გუნდთან ერთად 2 ერედივიზიის ტიტული და 2 ჰოლანდიის სუპერთასი მოიგო, ასევე მისი გუნდის ანგარიშზეა იოჰან კრუიფის სახელობის 2 ჯილდო.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კოკუს მიმდინარე კონტრაქტი პსვ-სთან 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]