გვარდიოლა : "ვალენსია" ჩემპიონატის მოგების კანდიდატია

პეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ ამ სეზონში ჩემპიონობის კანდიდატი არა "რეალი," არამედ "ვალენსიაა", რომელსაც "ბარსა" ხვალ შეხვდება.
"ჩემი აზრით "ვალენსია" არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გუნდი "ლა ლიგაში" და დარწმუნებული ვარ, რომ შაბათს არაჩვეულებრივი მატჩის მომსწრენი გავხდებით."
"ამ გუნდს იგივე მწვრთნელი ჰყავს და მე არც მიკვირს, რომ ისინი კვლავ ლიდერები არიან. მოგებული აქვთ "ესპანეთის ლიგა" ორჯერ, ხოლო "ჩემპიონთა ლიგა" ერთხელ.
"რასაც აკეთებენ ყველაფერი კარგად გამოსდით, როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში, სწორედ ეს არის მათი წარმატების მიზეზი". განაცხადა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე.
"ვალენსია" ამჟამად "პრიმერა დივიზიონის" სათავეში დგას, ხუთი მოგებით და ერთი ფრით.
ასევე უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ გასული ექვსი სეზონის განმავლობაში თასებს "ბარსელონა" და "რეალი" ინაწილებდნენ .
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]