პუიოლი დამარცხებას აღარ აპირებს

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ "ბარსელონას" კაპიტნის, კარლეს პუიოლის კომენტარებს, რომელიც "ბლაუგრანას" ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა...
ორი კვირა გავიდა იმის შემდეგ, რაც გუნდს "პრიმერაში" მატჩი არ გაუმართავს. აქამდე "ბარსამ" ამ სეზონში საკუთარ მოედანზე უკვე 5 ქულა დაკარგა. ახლა კი კატალონიელები "ნოუ კამპზე", ვალენსიელებს დახვდებიან. "ბარსას" კაპიტანი იმედოვნებს, რომ გუნდი შეძლებს და საკუთარ მოედანზე გამარჯვებების სერიას დაიწყებს, პირველი კი რიგში "ვალენსია" იქნება. "სეზონის სტარტი კარგი ნამდვილად არ გვქონია, მაგრამ "ვალენსიასთან" თამაშისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ. ამ გუნდს ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ დამარცხებას აღარ ვაპირებთ. გამარჯვება ყოველთვის კარგია." განაცხადა პუიოლმა.
"ბარსას" საშინაო ფორმის აღდგენასთან დაკავშირებით კარლესმა საკუთარი აზრი განავრცო: "ნამდვილად არ არის ნორმალური ის, რომ ჩვენ საკუთარ მოედანზე უკვე 5 ქულა დავკარგეთ ისეთ გუნდებთან, რომლებიც თეორიულად ჩვენზე სუსტები არიან. ჩვენთან სათამაშოთ ყველა გუნდი დიდი მოტივაციით გამოდის, რამაც დაამტკიცა, რომ დაუმარცხებელი არავინაა და რომ ყველას შეუძლია ნებისმიერი გუნდის დამარცხება." ასევე პუიოლმა ფიზიკურ საკითხებზეც ისაუბრა. "ჩვენი პრობლემა ფიზიკურად მზად არ ყოფნა ნამდვილად არ არის. მართალია "მსოფლიო ჩემპიონატმა" სეზონი უფრო გრძელი გახადა, მაგრამ თავს ყველა კარგად გრძნობს."
"ვალენსია" ბარსელონას "პრიმერას" ლიდერის რანგში ესტუმრება. მათ ამ სეზონში მხოლოდ 2 ქულა დაკარგეს. "მათ ძალიან სოლიდური გუნდი ყავთ და მათთან წარმატების მოპოვება მარტივი არ იქნება", განაცხადა პუიოლმა. "მათ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდათ, მაგრამ ასევე რამდენიმე კარგი ფეხბურთელიც შეიძინეს. ასე, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ამ დროისთვის "ვალენსია" ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია."
დავიდ ვილიასა და ჩავის ახლა უკვე შაბათის მატჩში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. კარლესმა ორიოდე სიტყვა მათ შესახებაც თქვა: "ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და მე მოხარული ვარ, რომ მათ გამოჯანმრთელება მოახერხეს. მე ვიმედოვნებ, რომ ისინი თამაშში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ", დაამატა მან. "ვილია მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რაზეც მისი გატანილი გოლებიც მეტყველებს. მე არ მესმის რატომ შეაქვთ ეჭვი ჩავიში. მისი სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველევს. მას თამაში ყოველთვის სურს და თუ ამას ვერ ახერხებს ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ტრავმა აწუხებს."
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ბარსას" ვარჯიშს კამერუნელი სამულ ეტო'ო დაესწრო. "ბარსას" კაპიტანმა მცირე კომენტარი მის შესახებაც გააკეთა: "მე მასთან ძალიან კარგი მეგობრობა მაკავშირებს. მისი ხილვით მე ძალიან მოხარული ვარ და მიხარია, რომ მისთვის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]