სუბისარეტა: ”ზამთარში არავის შევიძენთ”

სუბისარეტა: ”ზამთარში არავის შევიძენთ”

"ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ კლუბი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არავის შეძენას არ გეგმავს. მისი აზრით კლუბში საჭირო რაოდენობის ფეხბურთელები ირიცხებიან.

ანდონი სუბისარეტა: ”არავითარი გეგმა არ გვაქვს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში. ახალმა შენაძენებმა შეიძლება კლუბში არეულობა მოიტანონ. ახალგაზრდულ გუნდებში ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. ნელ-ნელა მათ მთავარ გუნდს შევაჩვევთ. შეიძლება სატრანსფერო ბაზარზე ვიაქტიროთ საზაფხულო შესვენების პერიოდში”.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ფეხბურთელის სახელი ტრიალებს ”ბარსელონას” გარშემო. ბოლო დღეების ყველაზე აქტიური თემა არის ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერი. ლორენტე ძალიან კარგად თამაშობს ესპანეთის ნაკრებში. მისი სახელი დაუკავშირეს ისეთ ორ გრანდს, როგორებიცაა ”ბარსელონა” და მადრიდის ”რეალი”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.