სანდრო ბოდიშს იხდის
"მალაგას" თავდამსხმელმა, სანდრო რამირესმა ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდი მსოფლიოს საუკეთესო კლუბს დაუპირისპირდა.
"ბარსელონას" აღზრდილმა რამირესმა კატალონიურ კოლექტივს მათ კარში გატანილი გოლის აღნიშვნის გამო ბოდიში მოუხადა.
"ვიცოდით, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გვიწევდა ბრძლა, მაგრამ "მალაგამ" ხელი არ ჩაიქნია და გამარჯვება მოიპოვა. გატანილი გოლით მოხარული ვარ, მაგრამ უფრო მეტად საბოლოო შედეგი მაბედნიერებს.
გოლის აღნიშვნა? "ბარსელონას" მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის, რას კლუბმა მომცა, მაგრამ ახლა "მალაგას" წინაშე ვალდებულებას ვგრძნობ. თუ ამით ვინმე გავაბრაზე - ბოდიშს ვიხდი. ალბათ, ხალხი თვლის, რომ ზედმეტად ემოციური ვიყავი, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ."-განაცხადა რამირესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]