ვილია: ”ეს თამაში განსაკუთრებული იქნება”

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-7 ტური დასამახსოვრებელი იქნება ”ბარსელონას” ფორვარდისთვის, დავიდ ვილიასთვის. ამ ტურში ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ ”ვალენსია” ჩადის. ამ გუნდში დავიდმა 5 წელი ითამაშა.
დავიდ ვილია: ”ამ გუნდმა მომცა ყველაფერი. ეს თამაში განსაკუთრებული გახდება. მე ძალიან ბევრი და კარგი მოგონება მაკავშირებს ყოფილ გუნდთან და თანაკლუბელებთან”.
ამ თამაშში დავიდის მონაწილეობა ეჭქვეშ იყო. ესპანეთის ნაკრებში თამაშისას მან მუხლის ტრავმა მიიღო, თუმცა ტესტებმა აჩვენეს, რომ სერიოზული არაფერია. ეს იმას ნიშნავს, რომ დავიდ ვილია შაბათს ”ვალენსიას” წინააღმდეგ ითამაშებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]