მატა: ”იმედია ვილია გოლს ვერ გაგვიტანს”

მატა: ”იმედია ვილია გოლს ვერ გაგვიტანს”

”ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ ხუან მატამ ისაუბრა დავიდ ვილიას შესახებ. sport.es-თან საუბრისას მატამ არ დაიშურა კომპლიმენტები ყოფილი თანაგუნდელის მისამართით. მატა დარწმუნებულია, რომ ”ბარსელონას” გულშემატკივრებმა არ უნდა იღელვონ. მას სჯერა, რომ ვილია კიდევ ბევრჯერ დაამწუხრებს პრიმერა დივიზიონის მეკარეებს.

ხუან მატა: ”ვილიაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ. ყველა გუნდში, სადაც დავიდი თამაშობდა სეზონში მინიმუმ 15 გოლი გაჰქონდა. მე მჯერა, რომ ის პრიმერას საიკეთესო ბომბარდირი გახდება. როცა ორ მატჩში ვერ გაგაქვს გოლი იმედგაცრუებლი ხარ, თუმცა ვილიას შეუძლია ერთ თამაშში 2-3 გოლი გაიტანოს. მიუხედავად ყველაფრისა, მე იმედი მაქვს, რომ დავიდი ჩვენს კარში გოლის გატანას ვერ შეძლებს”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.