მესის და ნეიმარის წარმატებული ასპარეზობა ნაკრებში

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში "ბარსელონას" მოთამაშეებმა წარმატებულად იასპარეზეს.
ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინამ პრინციპული მეტოქე - ჩილე დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ ლიონელ მესი გახდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა კი მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონებმა ურუგვაის ნაკრებს სძლიეს (1:4), ნეიმარმა თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ხოლო პაულინიომ ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]