კეიტა კმაყოფილია

კეიტა კმაყოფილია

მალელი ნახევარ-მცვალი ფიქრობს, რომ "ბარსას” ეს სეზონი იყო "უფრო მეტი ვიდრე სრულყოფილი”. მისი "ბარსელონაში” ყოფნის პირველივე წელს ამბობს, რომ იგი აღტაცებულია მისივე თამაშით და გატანილი გოლებით.

"სეზონი იყო უფრო მეტი, ვიდრე სრულყოფილი. ჩვენ მოვიგეთ სამი ტიტული, მოვიგეთ ყველაფერი და ამის შემდეგ რა გინდა რომ ქნა? მე ბედნიერი ვარ რომ მოვედი "ბარსელონაში”, გავიტანე გოლები და მოვიგე ტიტულები. მე მეტის თქმა უბრალოდ არ შემიძლია.”

თამაშები და გოლები

მიუხედავად იმისა, რომ კეიტა ძირითადის ფეხბურთელი არ ყოფილა, მან მაინც საკმაოდ ბევრი თამაში ჩაატარა. ლა ლიგაში შესაძლებელი 38 -დან 29 ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე – 13 დან 10 და ესპანეთის თასზე – 9 დან 5. საერთო ჯამში 44 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

მალელი კამყოფილია იმით რაც გააკეთა: "მე ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ბერვჯერ ვითამაშე და გავიტანე გოლები. მართალია ეტო’ომ და მესიმ გაიტანეს ყველაზე მეტი გოლი, მაგრამ ეგ ჩემი პროფესია არაა. მე ჩემი ვალდებულება კარგად შევასრულე.”

წყარო www.fcbarcelona.cat

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.