"ბარსელონა" ნახევარდაცვის გაძლიერებისთვის დიდ თანხას გადაიხდის

"ბარსელონა" მომავალ ზაფხულში ნახევარდაცვის გასაძლიერებლად დიდ თანხას გადაიხდის.
კატალონიურ კლუბს ნახევარდაცვაში კადრობრივი პრობლემა აქვს, რამაც მიმდინარე სეზონში გუნდის შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინა. ხშირად ზიანდება ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი და ივან რაკიტიჩი კი თამაშის ხარისხის მხრივ რეგრესს განიცდიან.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტულია ფილიპე კოუტინიოსა ("ლივერპული") და მარკო ვერატის გაფორმება (პსჟ).
კატალონიური კლუბის ინტერესთა სფეროში შედის "ბაიერნის" ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარაც, რომელიც კანდიდატთა სიაში იტალიელისა და ბრაზილიელის შემდგომ გვხვდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]