მორატის მესი მოუნდა

მორატის მესი მოუნდა

უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა ერთი პატარა ფრაზა, რომელიც მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ "ინტერის" გულშემატკივრებთან განაცხადა...

ცოტა ხნის წინ, "ინტერის" პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ ერთი პატარა კომენტარი გააკეთა საკუთარ სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით."იანვარში მე მესის გადმოვიყვან", განაცხადა პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მორატის არასოდეს დაუმალავს საკუთარი სიმპათია არგენტინელის მიმართ. იგი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ლეოს "ინტერში" ხილვა ძალიან სურდა.

ასევე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი მზადაა ლეო მესისთვის 250 მილიონი ევროც კი გადაიხადოს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ან ბრალოდ ხუმრობა იყო, ან მასიმომ უბრალოდ საკუთარი ოცნება ხალხს გაუზიარა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.