ვალდესი: “მე და “ბარსელონას” ერთი და იგივე აზრი და ოცნება გვაქვს”

კატალონიის "ბარსელონას” მეკარეს ვიქტორ ვალდესს მოქმედი კონტრაქტი მომავალ სეზონში ეწურება, თუმცა მისივე თქმით იგი აპირებს ამ კონტრაქტის გახანგძლივებას და საყვარელი გუნდის ფერებში ყოფნას.
წელს ვალდესს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. გუნდთან ერთად მოიპოვა სამი ტიტული და პირადად ზამორას თასს დაეუფლა. მაგრამ მას კლუბთან კონტრაქტი მომავალ სეზონში ეწურება და ამა თემასთან დაკავშირებით მან ინტერვიუში ასეთი კომენტარი გააკეთა:
"კლუბის და ჩემი აზრები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ვაპირებთ კიდევ რამდენიმე წელი თანამშომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ კონტრაქტის გახანგძლივებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იქნება.”
"მე ბოსის მიმართ მხოლოდ საქები სიტყვების თქმა შემიძლია.”
ვალდესი პეპ გვარდიოლას მადლიერია, რადგან მას ენდო ბოლომდე და გარკვეული შეცდომების გამო ძირითადი შემადგენლობიდან არ მოკვეთა. "ის არის ყველა მხრივ პოზიტიური ადამიანი, იგი მთელი სეზონის განმავლობაში მენდობოდა. მე მის მიმართ მხოლოდ საუკთესოს თქმა შემიძლია.”
"ყველა დროის წარმატებული სეზონი”
წელს კატალონიელებმა სასწაულები ჩაიდინეს და მოიგეს რა სამი ტიტული, კლუბის ისტორიაში საუკეთესოებად შევიდნენ. ვიქტორ ვალდესი თავის აზრს გამოხატავს ამასთან დაკავშირებით: "ეს წელი ალბათ იქნება კლუბის ისტორიაში საუკეთესო, ჩვენ ხომ ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ მთელი სეზონის განმავლობაში და სამი ტიტულის მოგება მოვახერხეთ. ახლა ჩვენ ამ ყველაფრისგან სიამოვნებას ვიღებთ და ვცდილობთ დავისვენოთ, რათა მომავალ სეზონს დატენილი ელემენტებით შევხვდეთ.”
"”რეალის” გამო არ წუხს”
ვიქტორ ვალდესს ფლორენტინო პერესის გეგმები და საქმეები არ ანაღვლებს: "თუ ისინი შეძლებენ ძლიერი გინდის შექმნას ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება, თუმცა ჩვენ მოგვიწევს უფრო მეტად მუშაობა. წლევანდელი ელ-კლასიკოს შემდეგ მადრიდელებს, რა თქმა უნდა სურვილი აქვთ შურის ძიების, ეს მოსალოდნელიც იყო. მაგრამ როგორი გუნდიც არ უნდა გააკეთონ ჩვენ ამას არ შუვუშინდებით.”
"ეროვნულ ნაკრები მოლოდინის პერიოდშია”
მიუხედავად "ბარსელონაში” კარგი თამაშისა ვალდესი ჯერ კიდევ არ გამოუძახებიათ ეროვნულ ნაკრებში. ამაზე ესპანელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში. გამონაკლისი არც მე ვარ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ესპანეთის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მომეცეს, თუმცა ეს მხოლოდ მწვრთნელის საქმეა.”
წყარო www.fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]