ეტო’ო – ბიოგრაფია

ეტო’ო – ბიოგრაფია

სამუელ ეტო’ო ფილსი, კამერუნის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას” ცენტრალური თავდამსხმელი დაიბადა 1981 წლის 10 მარტს დოუალაში. ის არის აფრიკის თასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 16 გატანილი გოლით და რეკორდსმენი აფრიკელ ფეხბურთელთა შორის ლა ლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით. კამერუნელი არის ასევე "ბარსელონას” ყველა დროის საუკთესო გოლეადროებს შორის მე-4 პოზიციაზე 130 გატანილი გოლით.

პირადი ცხოვრება.

სამუელ ეტო’ოს ყავს ორი ძმა: დავითი, რომელიც თამაშობს "Reus Deportiu” -ს შემადგენლობაში სეგუნდა დივიზიონ B -ში და ეტიენე, რომელიც თამაშობს "მალიორკაში”. ეტო’ო დაქორწინებულია და ყავს სამი შვილი: ეტიენე, მაელე და სიენა, რომლებიც დედასთან, ჯორჯიტა ეტო’ოსთან ერთად ცხოვრობენ პარიზში.

კარიერა.

"მადრიდის რეალი”

კამერუნელი სამეფო კლუბში 1997 წელს ჩაირიცხა, თუმცა მხოლოდ "რეალ მადრიდ B” -ში უწევდა თამაში, რომელიც ასპარეზობდა სეგუნდა დივიზიონ B -ში, ამიტომ ეტო’ო განათხოვრებული იყო "ლეგანესში” 1997-1998 წლებში.

"მალიორკა”

ორი სეზონის შემდეგ, რაც კამერუნელი ესპანეთში გადაბარგდა, მან პიმერა დივიზიონში, კერძოდ კი "მალიორკაში” მოიკიდა ფეხი. ამ კლუბში ასპარეზობის მეორე სეზონში სამუელმა 11 გოლის გატანა შეძლო. კლუბის პრეზიდენტმა მატეო ალემანიმ აფრიკელის თანაშზე პატარა კომენტარი გააკეთა: "არა მგონია ამჟამად მსოფლიოში ისეთი ფეხბურთელი იყოს, რომელიც უფრო მეტად ასიამოვნებდა გულშემატკივრებს ვიდრე ეტო’ო.”

"მალიორკამ” კამერუნელი კლუბისთვის რეკორდულ თანხად 4.4 მილიონ ევროდ შეიძინა და 2007 წლამდე კონტრაქტი გაუფორმა. სამუელმა 2003 წლის კოპა დელ რეის ფინალში გატანილი ორი გოლის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: "მე ყოველთვის კარგად მემახსოვრება აქ გატარებული დრო და ფანების დიდი სიყვარული ჩემს მიმართ.”

აფრიკელს ამ კლუბში ყოფნის დროს ინციდენტიც ჰქონდა გავლილი. იგი ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს მოკვლით ემუქრებოდა: "შემდგომში არ სცადო გაქცევა, შენ მოკვლას ვაპირებ.” -ციტატა მისი სიტყვებიდან.

ეტო’ო "მალიორკას” ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ლიდერი ლა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით. მან კლუბი 2004 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვა და 24 მილიონ ევროდ გადაბარგდა კატალონიაში. მის უკან, "რეალში” დაბრუნებას ცდილობდა ფლორენტინო პერესი, მაგრამ უშედეგოდ.

"ბარსელონა” 2004-2006

კამერუნელს "ბარსელონას” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 2004 წლის 29 აგვისტოს "რასინგ სანტადერის” წინააღმდეგ. კატალონიელების მიერ 2004-2005 წლების ლა ლიგის სეზონის მოგების შემდეგ გამართულ ზეიმზე ნოუ კამპზე აფრიკელმა თავდამსხმელმა თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სიტყვები იძახა: "MADRID, CABRON, SALUDA AL CAMPEON!,” რაც სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება. "მადრიდელო ნაბიჭვრებო ჩემპიონებს მიესალმეთ”. ამ სიტყვების გამო ეტო’ო 12 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

წინა სეზონში კამერუნალმა ვერ შეძლო მიეღო პიჩიჩის ტიტული და უკვე 2006 წელს იგი ესპანელ ვილასთან ბრძოლაში ცდილობდა ამას. მან ლა ლიგაში სეზონის საბოლოო 26-ე გოლი გაიტანა ბოლო მატჩში "ბილბაოს ატლეტიკის” წინააღმდეგ. აფრიკელი ამ მატჩის შემდგომ უზომოდ გახარებული იყო: "ეს იყო გუნდის დამსახურება, მაგრამ ტიტული მე მერგო. ჩვენ მთელი სეზონი დაუზარლად ვმუშაობდით, რამაც შედეგი გამოიღო.”

კამერუნელმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაშიც გამოიჩინა თავი 6 -ჯერ. ბოლო გოლი კი მან პარიზის ფინალში "არსენალის” წინააღმდეგ გაიტანა. "ბარსელონამ” ის შეხვედრა 2-1 მოიგო, ხოლო სამუელი "უეფა” -მ ლიგის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელა.

ამავე სეზონში ეტო’ომ მოიგო აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. დაჯილდოვების ცერემონიაზე მან ასეთი კომენტარი გააკეთა: "ამ ყველაფერს მე აფრიკელ ბავშვებს ვუძღვნი.” კამერუნელი მოხვდა "ფიფა” -ს წლის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის. იგი მესამე ადგილზე გავიდა და აფრიკის საფეხბურთო ისტორიაში მესემეა ვინც მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.

"ბარსელონა” 2007 -დან დღემდე

ეტო’ო 2007 წლის 11 თებერვალს "რასინგის სანტადერის” წინააღმდეგ შეცლაზე შემოვიდა. კლუბის მტავარმა მწვრთნმელმა ფრენკ რაიკაარდმა მატჩის შემდგომ ასეთი კომენტარი გააკეთა. "მას არ უნდოდა მოედანზე შემოსვლა, არ ვიცი რატომ.” კამერუნელს რონალდინიოც აკრიტიკებდა, მაგრამ სამუელმა მ ყველაფრეს პასუხი გასცა: "ამნაირი რაღაც-რაღაცეები კლუბში ხშირად ხდება. მე თუ მართლა შემექმნა რამე პრობლემა კლუბს აუცილებლად დავტოვებ, მაგრამ ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ ბედნიერი ვარ. პრესამ რაც უნდა ის დაწეროს.” ბევრი ლაპარაკი მიდიოდა ზაფხულში ეტო’ოს გუნდიდან წასვლის თაობაზე, მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი დაესვა მაშინ, როდესაც კამერუნელი ისევ მოედანზე გამოჩნდა ბლაუგრანას მაისურით.

2008 წლის 24 თებერვალს სამუელმა შეასრულა თავის პირველი ჰეთ-რიკი "ლევანტეს” წინააღმდეგ. მან სეზონი ტრავმების გამო 18 ჩატარებული მატჩით და 16 გატანილი გოლით დაასრულა.

კამერუნელმა 2008 წლის 25 ოქტომბერს დაამყარა რეკორდი ყველაზე სწრაფი ჰეთ-რიკისთვის. მან 23 წუთში შეძლო "ალმერიას” კარის 3 -ჯერ დალაშქვრა.

2008 წლის 29 ნოემბერს მან გაიტანა 111 -ე გოლი "ბარსელონას” მაისურით, რითაც კლუბის ათ საუკეთესო ბომბარდირში შევიდა.

2009 წლის 14 თებერვალს მან გაიტანა ლა ლიგაში თავისი 99 -ე და მე- 100 გოლი "ბეტისის” წინააღმდეგ. მან ასევე სამჯერ მოახერხა კიდევ გოლის გატანა მას შემდეგ, რაც უკვე გარკვეული იყო კატალონიელების ჩემპიონობა პრიმერა დივიზიონის.

ეტო’ომ გახსნა ანგარიში 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის რომის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ და გახდა მეორე ფეხბურთელი, რაულის შემდეგ, რომელმაც ორი ლიგის ფინალში მოახერხა გოლის გატანა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა დღეს კიდევ დგას მისი კლუბში დარჩენა-არ დარჩენის საკითხი.

სანაკრებო კარიერა

ეტო’ომ სანაკრებო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც პირველად ითამაშა და მისმა გუნდმა წააგო 5-0 ანგარიშით კოსტარიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში.უკვე 17 წლის ასაკში მან ითამაშა პირველი ოფიციალური მატჩი იტალიის წინააღმდეგ.

სამუელი იყო იმ გუნდის წევრი, რომელმაც 2000 და 2002 წელს აფრიკის თასი, 2000 წელს ზაფხულის ოლიმპიადა მოიგო და 2003 წელს კონფედერაციის თასზე ფინალში მოახერხა გასვლა, თუმცა მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. კამერუნელმა ვერ გაიტანა 2006 წლის აფრიკის თასის ფინალში პენალტი, რითაც საშუალება მისცა კოტ დივუარს გამარჯვებისა, თუმცა ამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ ეტო’ო გახდა. 2008 წლის აფრიკის თასზე ეტო’ომ გაიტანა მეთოთხმეტე გოლი და გახდა საუკეთსო ბომბარდირი აფრიკის თასის ისტორიაში. მან ამ მაჩვენებელს კიდევ ორი დაუმატა და ახლა აფრიკის თასის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია.

კამერუნელის ცხოვრებაში ინციდენტები საკმაოდ ხშირად გხვდება. ერთ-ერთი მათგანი იყო 2008 წლის 1 ივნისს პრესკონფერენციაზე, როდესაც სამუელმა ცემა ჟურნალისტი ფელიპე ბონო, თუმცა მისი მკურნალობის ხარჯი თვითონვე დაფარა.

სტატისტიკა

გოლები

"ლეგანესი” 1997-1998 - 30 მატჩი 4 გოლი

"რეალი” 1998-2000 – 6 მატჩი 0 გოლი

"ესპანიოლი” 1998-1999 – 0 მატჩი 0 გოლი

"მალიორკა” 1999-2004 – 163 მატჩი 69 გოლი

"ბარსელონა” – 2004-…. – 200 მატჩი 130 გოლი

ტიტულები

"მალიორკა”

კოპა დელ რეი (1) _ 2002-2003

"ბარსელონა”

ლა ლიგა (3) – 2004-2005, 2005-2006, 2008-2009

ესპანეთის სუპერ თასი (2) – 2005-2006, 2006-2007

კოპა დელ რეი (1) – 2008-2009

ჩემპიონთა ლიგა (2) – 2005-2006, 2008-2009

კამერუნი

აფრიკის თასი 2000, 2002 გამარჯვებული და 2008 მეორე ადგილი

კონფედერაციის თასი 2003 მეორე ადგილი

ზაფზულის ოლიმპიადა 2000 გამარჯვებული

პირადი ტიტულები

აფრიკის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 2006, 2008

აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი 2003, 2004, 2005

"ფიფა” -ს წლის 11 საუკეთესო ფეხბურთელში შესული 2004, 2005

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი 2006

"უეფა” -ს წლის გუნდში შესული 2005, 2006

მსოფლიოს 11 საუკეთესო ფეხბურთელში შესული 2005, 2006

"მალიორკას” რეკორდსმენი გოლების რაოდენობით ლა ლიგაში – 54 გოლი

აფრიკის თასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

კამერუნის ისტორიაში ყველაზე მეტი გატანილი გოლი

"ფიფა” -ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი – მესამე ადგილი 2005

წყარო en.wikipedia.org

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.