ანდრეს ინიესტა - 400 მატჩი ლა ლიგაში
ლა ლიგის XXIII-ე ტურში, სადაც "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ლეგანესი" მიიღო (2:1), ანდრეს ინიესტამ ლა ლიგაში რიგით მე-400 შეხვედრა ჩაატარა.
32 წლის ესპანელი მოედანზე შეხვედრის მე-80 წუთზე შემოვიდა, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 1:1 იყო. ინიესტა "ბარსელონას" ფეხბურთელებს შორის ამ შედეგით მეორე ადგილს იკავებს, ის მხოლოდ ლეგენდარულ ჩავის ჩამორჩება, რომელიც კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა. ჩავიმ ლა ლიგაში 505 შეხვედრა ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ინიესტა და ჩავი ყველა ტურნირზე ჩატარებული მატჩების მიხედვითაც პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ჩავი - 767 მატჩი, ინიესტა - 614 მატჩი.
საინტერესო დამთხვევა და ფაქტია ისიც, რომ ზუსტად 7 წლის წინ ამ დღეს, 2010 წლის 20 თებერვალს, ინიესტამ "რასინგთან" (4:0) გამარჯვებით "ბარსელონაში" რიგით მე-300 შეხვედრა ჩაატარა.
ესპანელი "ბლაუგრანას" ღირსებას 2002 წლიდან იცავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]