ფორლანი: "თუ არსებობს გუნდი, რომელსაც 0:4-დან გამარჯვება შეუძლია, ეს "ბარსელონაა"
მადრიდის "ატლეტიკოსა" და ურუგვაის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, დიეგო ფორლანმა "პარის სენ-ჟერმენსა" და "ბარსელონას" შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"მე ვფიქრობ, რომ კატალონიელებზე ზეწოლამ ძლიერად იმოქმედა მათზე, პარიზში თამაშისას. ხალხი გუნდის გამარჯვებებს იმდენად მიეჩვია, რომ მოგებულ ტიტულებს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ.
ვფიქრობ, რომ თუ არსებობს გუნდი, რომელსაც 0:4-დან გამარჯვება შეუძლია, მაშინ ეს "ბარსელონაა". მაგრამ ამისთვის, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" საპასუხო შეხვედრაში უფრო ინტენსიურად უნდა ითამაშონ შეტევაში, ვიდრე პირველ მატჩში." - განაცხადა ფორლანმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]