რაკიტიჩი: "მე მესმის და არ მესმის სიმეონესი"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს სიტყვებზე კომენტარი გააკეთა. არგენტინელმა სპეციალისტმა "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მსაჯებმა მეტოქე გუნდის სასარგებლოდ შეცდომები დაუშვეს.
"მე მესმის და არ მესმის სიმეონესი. მაღალი დაძაბულობა არბიტრს ვერ დაეხმარა. რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. ძალიან ვწუხვარ, რომ სერხი რობერტო და ლუის სუარესი გაძევების გამო ფინალურ მატჩში ვერ დაგვეხმარებიან. მაგრამ ეს არის ის, რაც არის და მე ვამჯობინებ ვიფიქრო იმაზე, რომ "ბარსელონა" ფინალის მონაწილე გახდა." - ციტირებს რაკიტიჩს Marca.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]