მასკერანომ ტრავმა მიიღო და "ალავესთან" ვერ ითამაშებს

მასკერანომ ტრავმა მიიღო და "ალავესთან" ვერ ითამაშებს

"ბარსელონას" მცველი, ხავიერ მასკერანო ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩს, "ალავესის" წინააღმდეგ, გამოტოვებს, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, არგენტინელმა ფეხბურთელმა ტრავმა "ატლეტიკოსთან" საპასუხო მატჩში მიიღო. მასკერანოს მარჯვენა ფეხის წვივის კუნთების არეში დაზიანება აღმოუჩინეს და ამ მომენტისთვის, მისი "ალავესთან" მატჩში მონაწილეობა გამორიცხულია.

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის სამეფო თასის 1/2 ფინალური დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში - 3:2) და კატალონიური კლუბი ფინალში გავიდა. "ალავესთან" გასვლით მატჩს კატალონიელები 11 თებერვალს ჩაატარებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 8 თებერვალი 2017 15:05
    0
    კიდევ კარგი უმტიტი გვყავს
    maxo barsa
    სტუმარი [?]
    #2 8 თებერვალი 2017 13:23
    0
    Kidev kai busi dabrunda arushavs.
    messi_iniesta
    სტუმარი [?]
    #1 8 თებერვალი 2017 13:15
    0
    amas raga rtaka.kidev kai busi dabrunda.