AS: "ბარსელონას" ორი პრიორიტეტული ვარიანტი აქვს

AS: "ბარსელონას" ორი პრიორიტეტული ვარიანტი აქვს

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს კვლავ არ მიუღია გადაწყვეტილება კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ამის გამო კატალონიური კლუბი ესპანელი სპეციალისტის შემცვლელს აქტიურად ეძებს, რომლის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

AS-ის თანახმად, "ბლაუგრანას" თავკაცის საბოლოო პასუხი უცნობია. გასული ორი წლის განმავლობაში ის ზუსტად ასე იქცეოდა, მაგრამ ახლა ესპანეთში გაჩნდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე სეზონი ენრიკესთვის ბოლოა "კამპ ნოუზე".

ჭორების თანახმად, "ბარსელონა" უკვე ახალი მწვრთნელის ძებნაზეა კონცენტრირებული. პრიორიტეტულ ვარიანტებად "სევილიას" დამრიგებელი, ხორხე სამპაოლი და ლუის ენრიკეს ასისტენტი, კარლოს უნსუე ითვლებიან.

ადრე მედიამ დაწერა, რომ მაურისიო პოჩეტინო ("ტოტენჰემი") და რონალდ კუმანი ("ევერტონი"), პრეტენდენტთა სიაში შედიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    gaucho_10
    სტუმარი [?]
    #14 29 იანვარი 2017 15:12
    0
    პოჩეტინო, სამპაოლი საუკეთესო ვარიანტები ეგაა. ისე დროა ხავიმ აიღოს ლიცენზია და მოემზადოს მწვრთნელობისთვის მაგაზე უკეთესი არცერთი ვარიანტი არიქნებოდა. 2 წელიწადში უკვე ხავი უნდა იყოს ბარსას მწვრთნელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 28 იანვარი 2017 23:09
    0
    დაწყნარდით ენრიკეს არავინ გაუშვებს და თუ გაიხსენებთ მის ინტერვიუს ან ბარსაში ვიმუშავებ ან არსადო წასვლას არ აპირებს.
    Culé [?]
    #12 28 იანვარი 2017 22:41
    0
    აუ ნეტა კლოპი მოვიდეს რა
    2Pac
    სტუმარი [?]
    #11 28 იანვარი 2017 22:33
    0
    სამპაოლი მომწონს მე, მარა მაგას სულ რო მილიარდები ვუხადოთ მაინც არ მოვა მომავალ სეზონიდან. ეგ ახლა სევილიაში მინიმუმ 3 წელი იქნება
    CATALONYA€
    სტუმარი [?]
    #10 28 იანვარი 2017 22:27
    0
    ციტატა: KOTE KVERNADZE
    Samaoli tuxeli da iuergen cikloi , es Sami Kaci , unsure ara usune kide

    kai iyo sagol :D:D
    Suarez 999
    სტუმარი [?]
    #9 28 იანვარი 2017 22:09
    0
    იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს მარტო, თუ მოიგო ტიტულები. არ მინდა ცუდი მწვრთნელობის გამო გააგდონ ენრიკე. კარგი გაცილება ეკუთვნის
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #8 28 იანვარი 2017 21:48
    0
    ჩავი მინდა მწვრთნელად
    graciasjohan14
    სტუმარი [?]
    #7 28 იანვარი 2017 21:38
    0
    ცნობისთვის, პოჩეტინომ დღეს წაუქამბექა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 იანვარი 2017 21:33
    0
    ყველაზე კარგი ვარიანტი კუმანი და სამპაოლია
    poci
    სტუმარი [?]
    #5 28 იანვარი 2017 21:24
    0
    აუუუ სამპაოლი მაგარია
    tsotne-cule
    სტუმარი [?]
    #4 28 იანვარი 2017 21:21
    0
    ჩამოთვლილთაგან ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი კუმანია, მაინც ჩვენი სკოლა.
    graciasjohan14
    სტუმარი [?]
    #3 28 იანვარი 2017 21:17
    0
    ციტატა: jemalichi
    scadon van gaali an prandeli.

    ვან გაალმა დაასრულა სამწვრთნელო კარიერა
    GigaBe
    სტუმარი [?]
    #2 28 იანვარი 2017 21:14
    0
    არ ვთვლი ჯერ ამას გასაშვებად )
    ini888
    სტუმარი [?]
    #1 28 იანვარი 2017 20:57
    0
    Atletiko achmaxebs lionic :)