ლუის სუარესი 30 წლის გახდა!

1987 წლის 24 იანვარს, ურუგვაის ქალაქ სალტოში დაიბადა კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი, ლუის ალბერტო სუარეს დიასი, რომელიც დღეს 30 წლის გახდა.
პროფესიონალური კარიერის მანძილზე ლუისს "ნასიონალის", "გრონინგენის", "აიაქსისა" და "ლივერპულის" რიგებში უთამაშია, ახლა კი კატალონიის "ბარსელონას" ღირსებას იცავს.
"ბარსელონასთან" ერთად მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ცხრიანმა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, ესპანეთის სამეფო თასი, ლა ლიგა, ესპანეთის სუპერ თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. "ბლაუგრანას" რიგებში ის "ოქროს ბუცის" ლაურეატიც გახდა.
ურუგვაელის დეტალური სტატისტიკა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=PsGKQXlk1dQ]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]