ფორლანი: "სუარესი საუკეთესო ცხრიანია"

ფორლანი: "სუარესი საუკეთესო ცხრიანია"

მადრიდის "ატლეტიკოსა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიეგო ფორლანმა ლუის სუარესისა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. წარსულში ცნობილ ურუგვაელს ეჭვი არ ეპარება, რომ არგენტინელი საუკეთესოა. მან აღნიშნა თუ როგორ განვითარდა მისი თანამემამულე.

"ეჭვგარეშეა, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. სხვა მოთამაშეებზეც შეიძლება ყურადღების გამახვილება. კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი და სუარესი თავიანთ გუნდებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მაგრამ არგენტინელი ყველაზე მაღლა დგას.

სუარესი საუკეთესო ცხრიანია. ის ძალიან კარგ მდგომარეობაშია და იცავს ნომერ პირველი კლუბის ღირსებას შესანიშნავ მოთამაშეებთან ერთად. ლუისმა დიდი პროგრესი განიცადა, როგორც ფიზიკური მომზადების მხრივ, ასევე პიროვნული თვალსაზრისით." - ციტირებს ფორლანის სიტყვებს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Suarez 999
    სტუმარი [?]
    #2 16 იანვარი 2017 16:40
    0
    ბარსელონაში ფეხბურთელები პიროვნულადაც იცვლებიან. აქ არ არის ადგილი იბრასნაირი ამპარტავანი და რონალდუსავით ეგოისი ფებურთელების ადგილი. ბარსელონა > უბრალოდ კლუბი <3
    《DiNiTo CuLe 》... ...
    სტუმარი [?]
    #1 16 იანვარი 2017 15:41
    0
    ობიექტურად დღეს მართლაც საუკეთესო 9-იანია :)