ესპანეთის თასზე "ბარსას" მორიგი მეტოქე "ბილბაო" იქნება
- 23-12-2016, 15:55
-
Writer
- 12

რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის სამეფო თასის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა დასრულდა და გაირკვა, რომ ტურნირის ისტორიაში 2 ყველაზე წარმატებული გუნდი, კატალონიური "ბარსელონა" და ბასკური "ბილბაო" ერთმანეთს სწორედ ამ ეტაპზე დაუპირისპირდებიან.
პირველი შეხვედრა 4 იანვარს, "სან მამესზე" გაიმართება, "კამპ ნოუ" კი, განმეორებით მატჩს, 11 იანვარს უმასპინძლებს.
ეს გუნდები ერთმანეთს გასული გათამაშების 1/4-ფინალშიც შეხვდნენ, როდესაც "ბარსამ" მეტოქე, 2 მატჩის ჯამში, 5:2 დაამარცხა.
"ბარსელონა" და "ბილბაო" კოპა დელ რეის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდები არიან. კატალონიელბმა ეს ტიტული 28-ჯერ, ხოლო ბასკებმა 23-ჯერ მოიგეს.
1/8-ფინალის სხვა წყვილები: ლას პალმასი-ატლეტიკო; ალკორკონი-კორდობა; რეალი-სევილია; ვილიარეალი-სოსიედადი; დეპორტივო-ალავესი; ვალენსია-სელტა; ეიბარი-ოსასუნა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]