უნაი ემერი: "გამარჯვება გვსურს"
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა.
"პარი სენ-ჟერმენისთვის" "ბარსელონა" ცნობილი მეტოქეა, ისევე როგორც სამწვრთნელო შტაბისთვისა და ჩემთვის. გამარჯვება გვსურს. ორი კარგი მატჩის ჩასატარებლად ვემზადებით. "ბლაუგრანას" ბარიერის დაძლევის შანსი გვაქვს.
გამარჯვების შანსი ორივე გუნდს აქვს. პროცენტების დასახელებას არ ვაპირებ. მოხარული ვარ იმით, რომ "ბარსელონას" დავუპირისპირდებით." - განაცხადა ემერიმ.
უნაი ემერის კარიერის მანძილზე "ბარსელონა" მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]