ვილია: ”ალბას დიდი მომავალი ელის”

ვილია: ”ალბას დიდი მომავალი ელის”

ესპანეთის ნაკრების და ”ბარსელონას” ფორვარდმა, დავიდ ვილიამ ისაუბრა თავის ყოფილ თანაკლუბელზე, ხორდი ალბაზე.

დავიდ ვილია: ”ის ნიჭიერი ფეხბურთელია დიდი მომავლით. მას გააჩნია ყველაფერი იმისთვის, რომ გახდეს უმაღლესი დონის ფეხბურთელი. ის მხოლოდ 21 წლისაა. მან უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. მას სჭირდება სათამაშო პრაქტიკა. ვიმეორებ, მას აქვს ყველა ნიშანი, რომ რამდენიმე წელიწადში გახდეს უმაღლესი დონის ფეხბურთელი”.

აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ხორდი ალბა ”ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა ბოიან კრიკიჩთან და სერხიო ბუსკეტსთან ერთად. კატალონიურმა კლუბმა ის გაუშვა. მიმდინარე სეზონში ალბამ პრიმერა დივიზიონში, ”ვალენსიას” რიგებში 4 მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.