ჩავიმ "ბარსელონას" გაწვრთნის სურვილი კვლავ გამოთქვა
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად "ალ-სადის" ღირსებას იცავს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სურს მწვრთნელი გახდეს.
ესპანელ ნახევარმცველს "ბარსელონას" სათავეში მოსვლა სურს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მცველი, ჟერარ პიკე ჩავისგან განსხვავებით საკუთარ თავს მწვრთნელის ამპლუაში ვერ ხედავს, მაგრამ კატალონიური კლუბის პრეზიდენტის პოსტზე წარმოიდგენს თავს.
"ვხედავ, რომ პიკეს ლიდერობა შეუძლია. ის დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს. ვიყო მწვრთნელი ჟერარის პრეზიდენტობის პერიოდში? ეს ოცნების ასრულება იქნება. ამ იდეას საკუთარ თავში ვინახავ." - ციტირებს ჩავის სიტყვებს Cope.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]