როჯერსი: "მესი ისტორიაში საუკეთესოა"

როჯერსი: "მესი ისტორიაში საუკეთესოა"

გლაზგოს "სელტიკის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და არგენტინელს ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე უწოდა.

"რა მოხდებოდა, მესის რომ "სელტიკში" ეთამაშა? ეჭვგარეშეა, მოგების მეტი შანსი გვექნებოდა. ეს ფეხბურთელი, მოედანზე, გუნდებს შორის სხვაობას განსაზღვრავს.

შეხედეთ "მალაგასთან" მატჩს. მესისთან ერთად "ბარსელონა" სხვანაირია. ის დიდი ფეხბურთელია, ძალიან დიდი, სავარაუდოდ, ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე.

როდესაც ლეო შენ გუნდში თამაშობს, ყველაფერი უკეთაა. ასე რომ, თუ ის ჩვენთან ითამაშებდა, უკეთესი გუნდი ვიქნებოდით.

მესი დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც გოლის გატანა ყოველთვის სურს.

მესის პირველი გოლი საჯარიმოში მის შერბენას მოჰყვა. ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ, რომ ასეთი დონის მოთამაშეს ამხელა სივრცე არ უნდა მისცენ." - განაცხადა როჯერსმა "ბარსელონასთან" 0:2 წაგების შემდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    misho-gogsi
    სტუმარი [?]
    #1 24 ნოემბერი 2016 16:33
    0
    მეფეა ლეო