ბრაზილიის ხელისუფლებამ ნეიმარს 39 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს

ბრაზილიის ხელისუფლებამ ნეიმარს 39 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს

ბრაზილიურმა სასამართლომ ქვეყნის ხელისუფლებას ნეიმარისა და მისი ოჯახის სასარგებლოდ 39 ათასი ევროს გადახდა დაავალა. ამის მიზეზი ნეიმარის საგადასახადო დავასთან დაკავშირებით პრესაში გავრცელებული ინფორმაციაა.

ნეიმარი 2011-2013 წლებში გადასახადების დამალვის გამო, სასამართლომ დამნაშავედ სცნო. თუმცა, პრესაში საგადასახადო დავის დეტალების შესახებ ინფორმაცია მანამდე გავრცელდა, ვიდრე ეს დასაშვები იყო. ამის გამო, ნეიმარმა და მისმა ოჯახმა ქვეყნის ხელისუფლებას, ჟურნალისტებისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომისთვის უჩივლეს და სასამართლო პროცესი მოიგეს კიდეც.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ ნეიმარს 20 ათასი, ხოლო მის ოჯახს 14 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. კიდევ 5 ათასი ევრო ადვოკატის მომსახურების გადასახადია. საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნეიმარისა და მისი ოჯახისთვის 39 ათასი ევრო უნდა გამოიყოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.